აღნიშნული განცხადება ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორის, თათა ცოფურაშვილის განცხადებით, 24 მაისს აქცია 19:00 საათზე გაიმართება და ასევე, იგეგმება 25 მაისს, 15:00 საათზე მეორე აქციის გამართვა კანონის უზენაესობის მოთხოვნით.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვედრას ესწრებოდნენ პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, უფლებადამცველი თამარ გურჩიანი და მოწვეული სტუმრები როგორც სამოქალაქო, ასევე არასამთავრობო სექტორიდან.
ცოფურაშვილმა განაცხადა, რომ 17 მაისის შემდეგ განვითარებული მოვლენები საშუალებას არ იძლევა საზოგადოებამ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, მსგავს სიტუაციას, კი მხოლოდ ოთხი ადამიანის დასჯა არ შველის და ყოველდღიურად ხდება თავდასხმები ადამიანებზე მათი გარეგნული მონაცემების გამო.
მასალის გამოყენების პირობები






