საქართველოში პირველი „აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:40, 26 Dec, 2016     5812
საქართველოში პირველი „აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტი გაიხსნა, რომლის ინვესტიციაც 15 მილიონ ლარს შეადგენს. საზეიმო გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად დაესწრო და „აგროჰაბის“ მფლობელებს ახალი ჰიპერმარკეტის გახსნა მიულოცა.

„ეს არის ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი. აქ განხორციელდა 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია და დასაქმდა 200-ზე მეტი ადამიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. ისევე როგორც, ქალაქში შეიქმნა ცენტრი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ სივრცეში შეიძინონ ხარისხიანი და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. პროდუქტის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა, ძალიან კარგი კონცეფციაა და ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი ქალაქისთვის,“- განაცხადა თბილისის მერმა.

კომპანიას აქვს ISO 22000-ით სერტიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხდება 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტის წარმოება. გარდა ამისა, ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია საკონდიტრო საცხობის, პურ-ფუნთუშეულის, ცივი და ცხელი სამზარეულოს, სალათების და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

კომპანია „აგროჰაბს" აქვს საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმა. სწორედ, ზემოთხსენებული ფერმებიდან მოხდება ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი ხორცის მომარაგება „აგროჰაბში“. ჰიპერმარკეტის მარანში კი მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს 11 დასახელების, ცოცხალი ღვინო. ღვინის ასორტიმენტში იქნება ისეთი სახეობები როგორიც არის უსახელაური, ოჯალეში, ხვანჭკარა, საფერავი და სხვა.

პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად კომპანიას გააჩნია ევროპული დანადგარებით აღჭურვილი სამი სახის ლაბორატორია. ამასთან ერთად, „აგროჰაბში" სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი პროდუქტიც გაიყიდება, მაგალითად, როგორიცაა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნატურალური ლორი, შაშხი, თაფლი და სხვა.

კომპანია 2017 წელს თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე მაღაზიის დამატებას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42