„შოკირებული ვარ. დავკარგე ძვირფასი მეგობარი- ყველაზე კეთილი, გულუხვი და ბრწყინვალე არტისტი. ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და მის თაყვანისმცემლებს“- დაწერა ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა ინსტაგრამზე.

„დაუჯერებელია. შეუდარებელი მომღერალი და შესანიშნავი ადამიანი. მან ძალიან ახალგაზრდამ დაგვტოვა“- წერს კანადელი მომღერალი ბრაიან ადამსი.

„შენ მსოფლიოს შეუდარებელი საჩუქარი დაუტოვე! რა ნიჭი! რა დანაკარგი! ჩვენ მუდამ გვეყვარები!“- წერს ტვიტერზე ლატოია ჯექსონი.

„მშვიდობით მეგობარო! კიდევ ერთმა დიდებულმა არტისტმა დაგვტოვა! Can 2016 Fuck Off NOW?“- წერს მადონა.

„2016-მა წელმა კიდე ერთი ნიჭიერი სული წაიყვანა. მთელი ჩვენი სიყვარული და თანაგრძნობა ჯორჯ მაიკლის ოჯახთანაა“- გამოქვეყნდა დურან დურანის ტვიტერზე.

„ოჰ, ღმერთო არა... მიყვარხარ ჯორჯ... მშვიდად განისვენე“- წერს რობი უილიამსი ტვიტერზე.

„ღმერთმა დალოცოს ჯორჯ მაიკლი, მშვიდობა და სიყვარული მის მეგობრებს და ოჯახს“- წერს რინგო სტარი.

მასალის გამოყენების პირობები






