ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2016 წელს გარდაიცვალნენ
ეს საინტერესოა - 15:25, 26 Dec, 2016     25934



ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი, 2016 წლის 25 დეკემბერს, 53 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ვარსკვლავის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

ამერიკელი მწერალი ჰარპერ ლი 2016 წლის 19 თებერვალს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰარპერ ლი მსოფლიო მკითხველისთვის ცნობილი ნაწარმოებით "ნუ მოკლავ ჯაფარას" გახდა.

იტალიელი მწერალი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო 2016 წლის 19 თებერვალს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაეროს მე-6 გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს გალი 2016 წლის 16 თებერვალს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, ნენსი რეიგანი , 2016 წლის 6 მარტს, 94 წლის ასაკში გარდაიცავალა.

დილან რიდერი - პროფესიონალი სკეიტბორდერი და მოდელი. რიდერი 2016 წლის 12 ოქტომბერს, ლეიკემიის შედეგად , 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფიდელ კასტრო, კუბის რევოლუციის ლიდერი, 2016 წლის 25 ნომბერს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ჩაინა დოლი“ ჯოან მარი ლორერი - ამერიკელი პორნოვარსკვლავი და ბოდიბილდერი. ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი 2016 წლის 20 აპრილს იპოვეს, სიკვდილის მიზეზად მიღებული წამლების გადაჭარბებული დოზა დასახელდა.

ლეონარდ კოენი- კანადელი მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი. ლეონარდ კოენმა მისი მე-14 ბოლო ალბომი You Want It Darker წელს გამოუშვა. ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოეტად და მუსიკოსად მიიჩნევა. 2008 წელს ის როკის დიდების ხეივანის წევრი გახდა. გარდაიცვალა 11 ნოემბერს 82 წლის ასაკში.

პრინცი- ამერიკელი მუსიკოსი პრინს როჯერს ნელსონი. პრინცი იყო, როგორც სიმღერების ავტორი და მუსიკოსი, ასევე პროდიუსერი. სხვადასხვა სახელით და სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად მას გამოცემული აქვს რამდენიმე ასეული ალბომი. მას ასევე მიღებული აქვს შვიდი გრემი, ერთი ოქროს გლობუსი და ერთი ოსკარი. 2004 წელს ის შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. გარდაიცვალა 2016 წლის 21 აპრილს, 57 წლის ასაკში.

დევიდ რობერტ ჯონსი „დევიდ ბოუი“- ბრიტანელი მუსიკოსი, დაიბადა 1947 წლის 8 იანვარს, ფსევდონიმი ბოუი მან მიიღო 1960 წელს, ამ წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა სიმღერა Space Oddity. ის ეძღვნებოდა კოსმოსში დაღუპულ ასტრონავტს, მაიორ ტომესს. დევიდ ბოუი არის აგრეთვე ატორი ისეთი ჰიტების, როგორიცაა - Let's Dance, Heroes, Under Pressure, Rebel, Life on Mars and Suffragette City. თავისი კარიერის განმავლობაში ის არაერთხელ იყო გადაღებული ფილმებშიც.

ჯინ უაილდერი- ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი, ორ გზის ოსკაროსანი, უაილდერს განსაკუთრებული პოპულარობა ვილი ვონკას პერსონაჟმა მოუტანა 1971 წელს გამოსული ფილმიდან "ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა".

ალან რიკმანი- კინოსა და თეატრის ინგლისელი მსახიობი, ალან რიკმანის ყველაზე წარმატებულ ფილმებს ჰარი პოტერი, Die Hard, Truly Madly Deeply და Robin Hood: Prince of Thieves წარმოადგენს. რიკმანმა მთავარი როლი შეასრულა რობერტ სტურუას "ჰამლეტში" "Riverside Studio"-ში. სტურუასთან მუშაობისას ალან რიკმანი სამჯერ იმყოფებოდა საქართველოში: პირველად 1979 წელს, შემდეგ კი 2007 და 2009 წელს და რუსთაველის თეატრის სცენაზეც გამოვიდა.

ჯო კოქსი- დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრი, ის 41 წლის ასაკში ამომრჩეველთან შეხედრის დროს მოკლეს.

მუჰამედ ალი- ამერიკელი სპორტსმენი, კრივის ლეგენდა, მოკრივე 32 წელი ებრძოდა პარკინსონის დაავადებას. ალის ნამდვილი სახელი და გვარია კასიუს კლეი. სახელი ისლამის მიღების შემდეგ გამოიცვალა.ალი იყო 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ნახევრადმძიმე წონაში. მძიმე წონაში პროფესიონალთა შორის მრავალგზის ჩემპიონი (1964-1974).


მწერალი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი და ჰოლოკოსტს გადარჩენილი ელი ვიზელი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამერიკელი მსახიობი, ანტონ ელჩინი უბედური შემთხვევის შედეგად 2016 წლის 19 ივნისს 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თანამედროვებობის ყველაზე ცნობილი არქიტექტორი, ზაჰა ჰადიდი, 2016 წლის 31 მარტს, მაიამის საავადმყოფოში 65 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.ის პირველი ქალი არქიტექტორია, რომელმაც პრიტცკერის პრემია მიიღო (ნობელის პრემიის ანალოგი არქიტექტურაში).


2016 წლის 23 დეკემბერს, ტალიური Vogue-ის რედაქტორი ფრანკა სოზანი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანკა სოზანი ლეგენდარული ჟურნალის რედაქტორის პოსტს 28 წლის განმავლობაში იკავებდა.


სატელევიზიო შოუების ვარსკვლავი, მსახიობი ფლორენს ჰენდერსონი, 2016 წლის 24 ნოემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეონ რასელი - 1970-იანი წლების როკ-ვარსკვლავი, 2016 წლის 13 ნოემბერს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯონ გლენი - პირველი ამერიკელი კოსმონავტი, რომელმაც დედამიწას შემოუარა, 95 წლის ასაკში , 2016 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა.

ჯანეტ რენო - აშშ-ის პირველი ქალი გენერალური პროკურორი პარკინსონის დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, 2016 წლის 7 ნოემბერს , 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. რენო თეთრ სახლში 1993 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა.

ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯიმ ჰარისონი, ავტორი ცნობილი ნოველის — “შემოდგომის ლეგენდები“ და ამ ნოველის მიხედვით შექმნილი ფილმის სცენარის ავტორი, 2016 წლის 26 მარტს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სერ ჯორჯ მარტინი - 2016 წლის 8 მარტს, 90 წლის ასაკში ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის Beatles-ის პროდიუსერი და მუსიკოსი ჯორჯ მარტინი გარდაიცვალა.

2016 წლის 15 იანვარს, 74 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი დენ ჰეგერტი გარდაიცვალა. დენ ჰეგერტი მსოფლიო მაყურებლისთვის ცნობილი ფილმში The Life and Times of Grizzly Adams შესრულებული როლით გახდა.

ლეგენდარული ჯგუფის Emerson, Lake & Palmer წევრი გრეგ ლეიკი სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად , 2016 წლის 8 თებერვალს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰოლივუდის 99 წლის ვარსკვლავი, ლეგენდარული უნგრელი მსახიობი ზა ზა გაბორი 2016 წლის 18 დეკემბერს. ლოს-ანჯელესში საკუთარ სახლში გარდაცვალა.

გოლფის მეფედ წოდებული, არნოლდ პალმერი , 2016 წლის 25 სექტემბერს, პიტსბურგის საავადმყოფოში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის დაავადება დასახელდა.

მეთ რობერტსი - 3 Doors Downs-ის გიტარისტი გარდაიცვალა 2016 წლის 21 აგვისტოს, 38 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

მსახიობი დევიდ ჰადელსტონი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი ფილმიდან „დიდი ლებოვსკი“ გახდა, 2016 წლის 2 აგვისტოს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰოლივუდის რეჟისორი გარი მარშალი, რომელიც ცნობილია ფილმებით "Pretty Woman", "Overboard" და "Runaway Bride" , 82 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა.

ჰოკეის ლეგენდა, გორდი ჰოუ 2016 წლის 10 ივნისს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ბრაზილიურ ფეხბურთის გუნდის "შპეკოენსეს" ტრაგედიამ ცოტა ხნის წინ მსოფლიო შეძრა. 2016 წლის 28 ნოემბერს კლუბის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ავიაკატრასტოფას ცოცხალი მხოლოდ 6 ადამიანი გადაურჩა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42