17 მაისს მომხდარი ძალადობის გამო დამნაშავეთა დასჯას 12 000 მოქალაქე ითხოვს
საზოგადოება - 13:29, 22 May, 2013     591

ამის შესახებ განცხადება პუბლიცისტმა ლაშა ბაქრაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

 

მისი თქმით, განცხადებაზე ხელის მოწერა, ჯერჯერობით, მხოლოდ ინტერნეტით არის შესაძლებელი, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ხელისმომწერთა მოსაზრებას საქართველოს მოქალაქეთა სრული უმრავლესობა იზიარებს.

 

"ის ადამიანები, რომლებიც ნადირობენ ქუჩაში, ხვალ ინადირებენ ჩვენზე, ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება თვალში არ მოუვიდნენ. შეიძლება დაიწყოს სრული ანარქია, მაგრამ ისინი უნდა მიხვდნენ, რომ არ არიან უმრავლესობა და ვერც გახდებიან. ხშირად ამ ბრბოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამოდით უნდა დაგთვალოთ, ჩვენ მოვახდინეთ მათი ამ სურვილის რეალიზება და დავითვალეთ. აი აქ არის სახელები იმ ადამიანების, რომელთაც არ ეშინიათ და კიდევ უფრო ბევრი იქნება ასეთი ადამიანი. დიდ ნაწილს ხელი არ მოუწვდება ინტერნეტზე, თუმცა ქართველი გლეხები და მუშები, ვფიქრობ, ისევე გულისრევით უყურებენ იმას რაც ხდებოდა, როგორც ქართველი ინტელიგენციის ნაწილი, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე. ისინი არასოდეს იქნებიან უმრავლესობაში, ვინც არ უნდა იდგეს მათ ზურგს უკან. მთელი რუსეთის აგენტურაც რომ იდგეს", – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

 

მან დღესვე ჟურნალისტებს ხელმომწერთა სია წარმოუდგინა. საქართველოს მოქალაქეების განცხადება 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. განცხადებაში მოქალაქეები პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და მოითხოვენ ადეკვატურად და დროულად შეფასდეს 17 მაისი მომხდარი ფაქტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42