გაეროს უშიშროების საბჭომ 23 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლების მშენებლობის შეწყვეტას ითხოვს.
აღნიშნული რეზოლუციის გამო, ბენიამინ ნეთანიაჰუ ახსნა-განმარტებისთვის უშიშროების საბჭოს წევრი კიდევ 10 ქვეყნის ელჩის დაბარებას აპირებს. მათ შორის საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ჩინეთისა და ესპანეთის დიპლომატებს.
დოკუმენტის ინიციატორი ეგვიპტე იყო. აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემისგან თავი მხოლოდ აშშ-მ შეიკავა.
როგორც „ბიბისი“ წერს, მანამდე აშშ ნებისმიერი მსგავსი პროექტის წინააღმდეგ ვეტოს უფლებას იყენებდა. ცნობილი გახდა, რომ ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდა აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.
ბენიამინ ჰეთანოაჰუს განცხადებით, ისრაელი, აღნიშნული რეზოლუციის საპასუხო ზომებს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






