ინდოელი ქალბატონი ვილასა დევი, რომელიც 1976 წლიდან გარდაცვლილად ითვლებოდა, შვილების მოსანახულებლად სახლში დაბრუნდა. იგი ამჟამად 80 წლისაა.
40 წლის წინ ვილასას გველმა უკბინა. ნათესავებმა იგი მკვდრად ჩათვალეს და, როგორც ამას ტრადიცია მოითხოვდა, მისი სხეული, კრემირების ნაცვლად, მდინარე განგს გაატანეს.
როგორც დევი განმარტავს, იგი მეთევზეებმა შემთხვევის ადგილიდან ასეულობით კილომეტრის მოშორებით იპოვნეს. ვილასა, რომელსაც მეხსიერება დაკარგული ჰქონდა ერთერთმა ოჯახმა შეიფარა. მას არ ახსოვდა არფერი, მათ შორის ის ამბავიც,. რომ იგი ორჯერ იყო გათხოვილი და შვილები ჰყავდა. ახალ ადგილას იგი მესამედ გათხოვდა.
რამდენიმე ხნის წინ იგი მშობლიური სოფლის მაცხოვრებელს შეხვდა, რომელმაც დევი იცნო და მას წარსული გაახსენა.
დევი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, რითაც შვილები ძალიან გააოცა. აღსანიშნავია, რომ ქალბატონის სამივე ქმარი უკვე გარდაცვლილია.
მასალის გამოყენების პირობები






