2016 წლის 23 დეკემბერს მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებდა თვალს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციას, რომელიც რიგით მეთორმეტე იყო მისი პრეზიდენტობის ისტორიაში. პუტინმა ბევრი სხვადასხვა საკითხი წამოჭრა, მათ შორის ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში.
"მას საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბარი უფრო სიამოვნებს. თვალები ეგრევე ენთება. საერთოდაც, უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარი უფრო საინტერესოა მისთვის. იუმორიც იგრძნობა და დრაივიც. გეოპოლიტიკა მისი საყვარელი თემაა, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება - მისი სიამაყე," - ასეთი კომენატრი გაუკეთა პოლიტოლოგმა კალაჩოვმა ამ პრესკონფერენციას.
უცხოელმა ანალიტიკოსებმა პრესკონფერენციიდან 5 მთავარი პასუხი გამოარჩიეს, რომელიც რეალურად განსაზღვრავს პუტინის მმართველობის ხასიათს.1. საპრეზიდენტო არჩევნები 2018
პირდაპირ პასუხს კითხვაზე, დააყენებს თუ არა იგი საკუთარ კანდიდატურას 2018 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც ყოველთვის თავი აარიდა:
"როდესაც დრო მომწიფდება, მე შევხედავ, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში და გამომდინარე იქიდან, თუ რა გავაკეთეტ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ, მივიღებ თუ არა მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში," - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, თუ როგორ პასუხობდა ამ კითხვას იგი წინა არჩევნების შემდეგ:
- 2012 წელი: "არ ვიცი მინდა თუ არა..."
- 2013 წელი: "არ გამოვრიცხავ..."
- 2014 წელი: "ჩემი კანდიდატურის დაყენების შესაძლებლობა არსებობს..."
- 2015 წელი: "ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე, და ჩემს განწყობაზე..."
- 2016 წელი, აპრილი: "მე ვფიქრობ, ამაზე საუბარი ნაადრევია. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ წარიმართება მუშაობა, მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას..."
- 2016 წელი, სექტემბერი: "ჩვენ უკვე ახლა ვმუშაობთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე 2018 წლის შემდეგ..."
2. ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან
საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე პუტინი გამარჯვებულის პოზიციებიდან საუბრობდა. ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში მან განაცხადა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიოს შექმნის მცდელობამ კრახი განიცადა და ახლა რუსეთი თავის პოზიციებს იბრუნებს, მის აზრს უკვე ყურს უგდებენ.
"ვინ არის აგრესორი? ეს არის ის, ვისაც პოტენციურად რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმა შეუძლია. ხოდა, ჩვენ ყველა პოტენციურ აგრესორზე ძლიერები ვართ, მე ამას დღესაც გავიმეორებ," - აღნიშნა პუტინმა.
აქვე პუტინი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო.
"დამარცხებული მხარე ყოველთვის ცდილობს დამნაშავეები სხვაგან ეძებოს," - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტის შეკითხვას აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსი ჰაკერების შესაძლო ჩარევის შესახებ.
"აშშ-ს დემოკრატიულმა პარტიამ ყველა ფრონტზე მარცხი განიცადა და ახლა ამაში რუსეთს ადანაშაულებს," - აცხადებს პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უცხო არ იყო 16 დეკემბერს, ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება, აშშ-ს ბირთვული პოტენციალის გაძლიერების შესახებ, რადგან იგი ამას საარჩევნო კამპანიის დროსაც ამბობდა.
3. დონალდ ტრამპის შესახებ
"დონალდ ტრამპმა ზუსტად იგრძნო საზოგადოების განწყობები და ამ პარადიგმის მიმართულებით წარმართა თავისი მუშაობა. იგი ბოლომდე ამ გზით წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამარჯვების არავის სწამდა, ჩვენს გარდა," - განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ იგი ახლადარჩეულ ამერიკელ კოლეგას მას შემდეგ შეხვდება, რაც ტრამპი თავის გუნდს დააკომპლექტებს.
"კარგია, რომ ამერიკაში არის ხალხი, რომელიც რუსეთის მიმართ სიმპატიებით არიან განწყობილი, ჩვენს შორის ურთიერთობის აღდგენა ხალხტა ურთიერთსიმპატიაზე უნდა იყოს დაფუძნებული," - თვლის პუტინი.
აღსანიშნავია, რომ Economistისა და YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად, ტრამპის მიერ სიმპატიით განწყობილ ამერიკელთა 35 პროცენტი პუტინის მიმართაც კეთილგანწყობილია, ხოლო 51% - ნეგატიურად. ამასთან, ამერიკელთა 21 პროცენტს რუსეთი მოკავშირედ მიაჩნია, ხოლო 58 პროცენტს - მტრად.
4. გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები მაღალჩინოსნების წინააღმდეგრუსეთის პრეზიდენტი შიდაპოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო. იგი თვლის, რომ პრესა ხშირად შეგნებულად აბუქებს ამა თუ იმ ფაქტს და ხელს უშლის სამართალდამცავებს მუშაობაში.
1 დეკემბერს რუსეთის პარლამენტისთვის გაგზავნილ მიმართვაში პუტინი აღნიშნავდა, რომ "უკვე საყოველთაო პრაქტიკად იქცა საინფორმაციო ხმაურის ატეხვა ე.წ. რეზონანსულ საქმეებზე. ხშირად, მათ ამაში ხელს თავად სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოებიც უწყობენ ხელს".
პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი არ ერევა საქმეებში, რომლებიც რუსი ჩინოვნიკების კორუფციულ მოღვაწეობას ეხება და მიაჩნია, რომ "კორუფციასთან ბრძოლა შოუ არაა".
5. "Роснефтегаз"-ისა და "Роснефт"-ის სკანდალზეპუტინს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არ მიდის ბიუჯეტში ის თანხები, რომელიც სახელმწიფო კომპანია "Роснефтегаз"-მა თავისი შვილობილი კომპანია "Роснефт"-ის აქციების გაყიდვის შედეგად მიიღო. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "Роснефтегаз"-ის მოღვაწეობაში არაფერი დაფარული არ არის: "აქ ყველაფერი გამჭვირვალეა და ტანხები მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ხმარდება, მათ შორის ავიამოტორების დამზადების პროქეტს".
პუტინს იმ კითხვაზეც მოუწია პასუხის გაცემა, რომელიც "Роснефт"-ისა და მედიაჰოლდინგ РБК-ს შორის სასამართლო პროცესის მიმდინარეობას შეეხებოდა. სკანდალი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მედიაჰოლდინგმა აქციების გაყიდვის პროცესში საეჭვო ელემენტები შენიშნა. საპასუხოდ ნავთობკონცერნმა РБК-სგან მორალური ზარალის კომპენსაციის სახით 3 მილიარდი რუბლი მოსთხოვა.
"მე არ ვიცნობ საქმის დეტალებს, კომპანიის ხელმძღვანელებმა, ისევე როგორც სხვა პირები იქცევიან, სასამართლოს მიმართეს. მათ რა საკუთარი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვისთვის დუბინკები უნდა გამოეყენებინათ?" - განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






