ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ მკვეთრი რეაქცია მისცა გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც პალესტინელებით დასახლებულ ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობის აკრძალვას შეეხებოდა.
23 დეკემბერს, გაეროში მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც ისრაელისგან მოითხოვს, "დაუყოვნებლივ და სრულად შეაჩეროს ყველა სახის დასახლებების მშენებლობა პალესტინელების ტერიტორიაზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში".
ნეთანიაჰუმ ამ რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელი მის მოთხოვნებს არ შეასრულებს.
რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო აშშ-მ თავი შეიკავა.
ისრაელის პრემიერი აშშ-ს პოზიციითაც არის გაღიზიანებული.
"ობამას ადმინისტრაციამ არამარტო არ დაიცვა ისრაელი გაეროს შეთქმულებისაგან, არამედ კულისებს მიღმა მხარიც დაუჭირა მას," - აცხადებს ნათანიაჰუ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სახის რეზოლუციას ადრე აშშ მუდმივად ვეტოს ადებდა.
ებრაული დასახლებების მშენებლობა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ებრაელებსა და პალესტინელებს შორის მუდმივი კონფლიქტის საგანია.
მასალის გამოყენების პირობები






