„რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროპის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მე სრულად ვუჭერ მხარს. მეტიც, მიმაჩნია, რომ სავიზო რეჟიმი ევროპაში „ ცივი ომის” ანაქრონიზმია და ის რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ. თუკი უკრაინის მოქალაქეები მიიღებენ ევროპაში უვიზოდ ჩასვლის უფლებას, ვფიქრობ, ეს იქნება სწორი ნაბიჯი და სწორი მიმართულება.
თუმცა როგორც ვიცი, საუბარია სავიზო რეჟიმის გაუქმება მუშაობის უფლების გარეშე. ჩნდება კითხვა, გაიზრდება თუ არა სამუშაო ძალის ნაკადი უკრაინიდან ევროპაში? რა თქმა უნდა, გაიზრდება. თუ არ მისცემენ მუშაობის უფლებას, უკრაინიდან ჩასული ხალხი დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ მათ არალეგალურად უნდა იმუშავონ. ისინი არ იქნებიან სოციალურად დაცულები და ეს სასტიკი ექსპლუატაცია იქნება. ეს ცუდია“ - განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






