ტილდა სუინტონი
„მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ულამაზო ვიყავი, ეს დიდი უპირატესობაა. ჩემს ყველა ლამაზ მეგობარს ადრე თუ გვიან ეს საწინააღმდეგოდ შეუბრუნდა. მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ რომ ქერა თმები, ცისფერი თვალები და ფაფუკი ტუჩები აქვთ და შესაბამისადაც უნდა იქცეოდნენ. ეს დიდი ზეწოლაა, რასაც მე მოკლებული ვიყავი.“- განაცხადა ტილდა სუინტონმა

ჰიუ ლორი
ჰიუ ლორი თვლის , რომ ის შორსაა იდეალური სილმაზისგან და დარწმუნებულია, რომ არტისტებმა გარეგნობაზე ზრუნვაში არ უნდა გადააჭარბონ. მისი თქმით ვიდრე მსახიობები საშობაო ნათურებივით ბრწყინავენ, მაყურებელი ნამდვილ კინოს ვერ იხილავს.

ევა გრინი
ევას გარეგნობა იდეალური სილამაზის ე.წ სტანდარტებისგან შორსაა, მაგრამ მისი არატიპიური გარეგნობისა და ნიჭის წყალობით მან აღიარების მოპოვება შეძლო.
„ლოს ანჯელესში თავს ვგრძნობ, როგორც მახინჯი იხვის ჭუკი, ან ისე თითქოს მე ვენერადან ჩამოვფრინდი“ - განაცხადა ევა გრინმა InStyle-თან ინტერვიუში.

ბენედიქტ კამბერბეტჩი
ის თავის სახეს ანბანს ადარებს, რომელიც მხოლოდ თანხმოვანებისგან შედგება- ხისტი, კუთხოვანი, ნერვული. „თავდაპირველად მე მეშინოდა, რომ მოვლენების მიღმა დავრჩებოდი. მაგრამ დროის განმავლობაში მივხვდი, რომ მხოლოდ ოსტატობით არის შესაძლებელი იმ ადგილის დაკავება, რომელიც ახლა მე მიკავია. მე მადლობელი ვარ ბედის, ბევრი ვიმუშავე და წარმატებაც მოვიდა“- განაცხადა ბენედიქტმა.

ბიორკი
„ჩემი თავი მხოლოდ მაშინ არ მომწონს, როცა დაღლილი ვარ. თუ თქვენ მაჩვენებთ, ორ ფოტოს სადაც ერთგან მახინჯად გამოვიყურები, მეორეგან კი დაღლილად, მე მხოლოდ ეს უკანასკნელი შემაწუხებს.”- აცხადებს ბიორკი.

დენიელ კრეიგი
ახლა ძნელი წარმოსადგენიც კია, რა ხმაური გამოიწვია დენიელ კრეიგის დამტკიცებამ ჯეიიმს ბონდის როლზე. ბონდიანას თაყვანისმცემლები აკრიიკებდნენ, როგორც კრეიგის სამსახიობო უნარებს, ასევე მის გარეგნობასაც. მაგრამ დენიელ კრეიგმა შეძლო გადაერწმუნებინა კრიტიკოსები და გახდა ყველაზე შემოსავლიანი და მაღალანაზღაურებადი ჯეიმს ბონდი.

კეიტ ბლანშეტი
მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ელფს სკოლაში ჭოკს და ბაყაყს უძახდნენ , სიმაღლისა და დიდი პირის გამო. თავად ის კი ტვლიდა რომ ძალიან პატარა თვალები და მახინჯი ყურები ქონდა. „წლებთან ერთად მე ნაკლებ ჩაციკლული გავხდი ჩემს გარეგნობაზე, ასაკის მატება ჩვენი განვიტარების ყველაზე საინტერესო ნაწილია“- აცხადებს ბლანშეტი

ვენსან კასელი
ბუნებას მისთვის სანინმუშო გარეგნობა არ მიუცია, მაგრამ მისი შესრულებით უარყოფითი გმირებიც კი ისე მიმზიდველად გამოიყურებიან , რომ მათი მისმართით სიმპათიითაც კი იმსჭვალები.

ტიმ როთი
თავის გარეგნობაზე ტიმ როთმა რამდენიმეჯერ ირონიულად იხუმრა „მე ძალიან მახინჯი ადამიანი ვარ“ , „უნდა ვაღიარო რომ მე ბრედ პიტი არ ვარ.“
სარა ჯესიკა პარკერი
რა თქმა უნდა სარამ იცის, რომ ის კლასიკური სილამაზის არაა, მაგრამ როგორც როგორც თავისთავში დარწმუნებულ და რეალიზებულ ქალს შეეფერება, ეს მას ძალიან არ აწუხებს:
„მე ვცდილობ ჩემი ასაკის შესაბამისად გამოვიყურებოდე და რეალისტი ვარ ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით. მხოლოდ ჩემი გარეგნობა რომ მაშფოთებდეს, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. შესანიშნავი პრობლემა იქნებოდა... მაგრამ წუხილები უფრო მნშვნელოვანია. პირველ რიგში მე ვწუხვარ ჩემს შვილებზე და მათ ჯანმრთელობაზე, ჩემს ქმარზე და მის ჯანმრთელობაზე. ასევე იმაზე რა კარიერული შესაძლებლობები მომეცემა“- განაცხადა პარკერმა.

მასალის გამოყენების პირობები






