მარჯანიშვილის ქუჩაზე ბიჭს "სხვანაირი ქცევის გამო" სასტიკად გაუსწორდნენ
საზოგადოება - 11:09, 22 May, 2013     44899

 

როგორც "აფხაზეთის ხმას" მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა უთხრა, ტროტუარზე დაგდებულ ბიჭს სამი ბიჭი წიხლებს ურტყამდა და "პიდარასტს" უძახდა:

 

"მე გამოვედი და ყვირილი დავიწყე, რას შვრებით, შვილებო, მასე ხომ მოკვდება-მეთქი. სულ სისხლში იყო ამოთხვრილი და კვნესოდა, ესენი კი ფეხებს ურტყამდნენ დაუნდობლად. ვეხვეწე - არ მოკლათ, ცოდოა-მეთქი და ერთი მომიბრუნდა: ამათ ყოველდღე ასე უნდა ურტყა, ცოტა აზრზე რომ მოვიდნენო. იქ ხომ ვიწრო ქუჩაა და მანქანები ნელა მოძრაობდნენ, გამოვარიდე საცოდავი ბიჭი და ერთ ტაქსში ჩავსვი, რამდენიმე გამვლელიც გამოჩნდა, რომელმაც ჩემი მხარე დაიკავა და თავდამსხმელებს შეუტია", - ამბობს ქალი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

 

ინფორმაცია მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში "იდენტობის" წარმომადგენელმა ირაკლი ვაჭარაძემაც გაავრცელა. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები თბილისში გახშირებულია.

 

თბილისში 17 მაისის შემდეგ გამოვლენილი რამდენიმე მსგავსი შინაარსის თავდასხმის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშიცაა აღნიშნული, სადაც უჩა ნანუაშვილი 17 მაისს მომხდარი ფაქტების გამოძიების გაგრძელებას ითხოვს:

 

"როგორც გამოკითხული პირები აცხადებენ, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან, 17 მაისიდან დღემდე ადგილი აქვს მათ მიმართ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. კერძოდ, მათი განმარტებით, ადგილი აქვს განსხვავებული გარეგნობის და შეხედულებების გამო მათ დევნას, ფიზიკურ და ვერბალურ შეურაცხყოფას, ძალადობასა და მუქარას (თმაზე ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევიწროვება, ორგანიზაციის ოფისში შეჭრის მცდელობა, ინდივიდუალური საცხოვრებელი მისამართების გარკვევა სავარაუდო ანგარიშსწორებისათვის ა.შ.).

 

რამდენიმე პირი ასევე აღნიშნავს, რომ ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილებაც მომეტებული საფრთხის შემცველია. ზოგიერთმა მათგანმა შეიცვალა საცხოვრებელი სახლიც, ვინაიდან დაცული არ არის მათი უსაფრთხოება. თითოეული მათგანი, აღნიშნულ ქმედებებს მათ 17 მაისის აქციაში მონაწილეობასა და კონკრეტულ ლგბტ ჯგუფთან გაიგივებას უკავშირებს", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42