სპეცოპერაციის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ინციდენტი ბერლინში 19 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 20:14 საათზე მოხდა. სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და დაახლოებით 50-80 მეტრი გაიარა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, 48 დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს.
ბაზრობა სადაც შემთხვევა მოხდა, ბერლინში ბრაიდშაიდპლაცზე, მთავარ სავაჭრო ქუჩის დასავლეთით მდებარეობს.
სამართალდამცავებმა თავდაპირველად ტუსნელის მამაკაცი დააკავეს, შემდეგ კი აღიარეს, რომ შეცდომით უდანაშაული მამაკაცი დააკავეს და გაათავისუფლეს. მანქანაში აღმოაჩინეს ასევე გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც პოლონეთის მოქალაქეა. სწორედ, მის სახელზე იყო გაფორმებული მანქანის დოკუმენტაცია. გერმანული მედია წერს, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი თავდასხმის მომენტში ცოცხალი იყო და ის სავარაუდოდ თავდამსმხელმა მოკლა.
აღსანიშნავია, რომ სატვირთო მანქანა პოლონურ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც მკვლელობის გამოძიებას ითხოვს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






