საოჯახო ბიზნესით დაწყებული წარმატება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:41, 21 Dec, 2016     1369
იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო ნებისმიერი სახის ბიზნესის დაწყება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ახლო ნათესავებმა საარსებო შემოსავლის წყაროდ სურსათის მაღაზია „ბაია“ დააარსეს.

20 წლის წინ მაღაზიის ყოველდღიური მომარაგება, ასორტიმენტის შერჩევა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა გია არსენიძის, ზურაბ არსენიძისა და ელგუჯა გელაშვილის ყოველდღიურ საქმიანობად იქცა. ზუსტად ორ წელიწადში მაღაზია „ბაიას“ მოჰყვა იმავე ტიპის კიდევ რამდენიმე მაღაზია.

წარმატებულმა მცირე ბიზნესმა სხვა ბიზნესმენების დაინტერესებაც გამოიწვია და გაიზარდა დამფუძნებლების რიცხვიც, შესაბამისად - მაღაზიების რაოდენობაც.

იმ დროისათვის მაღაზიების ქსელის მფლობელებმა აუქციონზე რამდენიმეწლიანი სტაჟის მქონე რესტორანი „ზღაპარი“ შეიძინეს. იმის გამო, რომ სასურსათო მაღაზიების ბიზნესი დამფუძნებლებს სარესტორნო ბიზნესთან შედარებით უფრო პერსპექტიულად ესახებოდათ, ერთობლივი გადაწყვეტილებით, სახელწოდება „ზღაპარი“ რესტორნის ნაცვლად, მაღაზიების ქსელს დაერქვა და შემდგომი გაფართოებაც სწორედ ამ სახელწოდების ქვეშ გაგრძელდა.

ჩვენი რესპოდენტი, სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელი - გია არსენიძე, ბიზნესის წარმატების უმთავრეს მიზეზად, დამფუძნებლებს შორის სრულ ურთიერთგაგებას, პატივისცემასა და საქმისადმი საერთო პასუხისმგებლობით მიდგომას ასახელებს. „ჩვენ ნებისმიერ წვრილმან თუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. საბედნიეროდ, ყველა საკითხზე მარტივად ვთანხმდებით და საერთო ხედვა და ღირებულებები გვაქვს.“

ასევე ერთსულოვნად შეთანხმდნენ, რომ ყველა ფართი, რომელსაც ყოველი ახალი ობიექტისთვის გამოიყენებდნენ, მათი საკუთრება უნდა გამხდარიყო. „ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ვაჭრობა. უძრავი ქონების შეძენით ჩვენ ვზრდით ინვესტიციას, რაც ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი სტაბილურობის გარანტია.“

სწორედ დამატებითი ფართის შესაძენად და ქსელისთვის კიდევ რამდენიმე სუპერმარკეტის დასამატებლად, 2 წლის წინ დამფუძნებლები ტერაბანკს ეწვივნენ.

„ბევრ ბანკთან გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ პირობები დროთა განმავლობაში გვიუარესდებოდა და სტაბილურობის შეგრძნებას ვკარგავდით. ტერაბანკში ორი წლის წინ მივედით და საუკეთესო პირობა სწორედ მათგან მივიღეთ. ყველა სხვა ბანკის სესხი ტერაბანკის დახმარებით გადავფარეთ და დამატებით ორი ობიექტის შესაძენად სესხი ავიღეთ.“

სუპერმარკეტების ქსელი „ზღაპარი“ უკვე ორი წელია, ტერაბანკის კლიენტია და აქტიურად სარგებლობს SME პირადი ბანკირის და ახლად შექმნილი ბიზნესჰაბის მოსმახურებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42