„ამ წელს , Vetements-ისა და Balenciaga-ს დიზაინერმა, საკუთარი თავი წარმოაჩინა, პიროვნებად, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაზე.
თუკი ვიტყვით, რომ დროს წარმატება მოაქვს ადამიანისთვის, ეს Vetements -ის დიზაინერსა და Balenciaga-ს კრეატიულ ხელმზღვანელზე, დემნაზე გვასალიაზეა ზედგამოჭრილი“ - წერს გამოცემა და დასძენს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ქართველმა დიზაინერმა საკუთარი შემოქმედებით მოდის ინდუსტრიის ეფექტურ ხმად აქცია.
„მთელი ეს სისტემა უბრალოდ აღარ მუშაობს. არ არსებობს არანაირი კავშირი პროდუქტზე შემოქმედებით და კომერციულ ხედვას შორის. მთელი ეს მანკიერი წრე მოძრაობს, მოძრაობს ძალიან სწრაფად და ორივეს კლავს: ბიზნესსაც, კრეატივსაც“ - ისაუბრა დემნა გვასალიამ 2015 წელს BOF-თნ ინტერვიუში“ - წერს გამოცემა.
2016 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ძმები გვასალიებისთვის.
დემნა გვასალია British Fashion Awards-ის გამარჯვებული გახდა და წლის საერთაშორისო დიზაინერის ტიტული მოიპოვა.
დემნასა და გურამის ბრენდი Vetements წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის ურბანული ბრენდი, რომლის გამარჯვებულიც გახდა.
წლევანდელი მოდის კვირეულებზე გვასალიების ბრენდის კოლექციის გამოხმაურებების , გათვალისწინებით, ქართველ ძმებს ევროპაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოგების რეალური შანსი ჰქონდათ.
BFA-მდე The Business of Fashion - მა 2016 წლის #BOF500 გამოაქვეყნა - ადამიანები, რომლებიც ქმნიან, ცვლიან მოდას, გავლენას ახდენენ ინდუსტრიაზე. რეიტინგში დემნა და გურამ გვასალიებიც მოხვდნენ.
დემნა და გურამ გვასალიებს მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. დემნას არაორდინალური კოლექციები მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია. მოდის კრიტიკოსები დემნას მოდის სფეროში გარდამტეხ დიაზინერს უწოდებენ. ახალი კოლექციების წარგდენის შემდეგ კი ვოგის გავლენიანი გამოცემების ფურცლებზეა.
ქართველებისთვის მისი კოლექცია ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს.
დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას. Vetements-ის სათავეში დემნასთან ერთად მისი ძმა გურამ გვასალია დგას. მათი სახასიათო ნიშანი დიდი ზომის სამოსი, ყვავილების პრინტებიანი კაბები და გადაკეთებული ჯინსებია. გვასალია რვა წლის განმავლობაში Margiela-ს კულისებში მუშაობდა. თანამშრომლობდა "ლუი ვიტონთანაც."
მასალის გამოყენების პირობები






