მერკელის განცხადებით, რთულია მომხდარის მიღება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ჩაიდინა ადამიანმა, რომელმაც „გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა“.
„ჩვენ ვიპოვით ჩვენს თავში ძალას, გავაგრძელოთ ცხოვრება გერმანიაში ისე, როგორც ჩვენ გვინდა - თავისუფლად, ღიად და ერთად” -აღნიშნა კანცლერმა.
მერკელის თქმით, ის შოკირებული და ძალიან შეწუხებულია , თუმცა გერმანელებს მოუწოდა, შიშს მათი დამორჩილების უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, ინციდენტი ბერლინში 19 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 20:14 საათზე მოხდა. სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და დაახლოებით 50-80 მეტრი გაიარა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, 48 დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს.
ბაზრობა სადაც შემთხვევა მოხდა, ბერლინში ბრაიდშაიდპლაცზე, მთავარ სავაჭრო ქუჩის დასავლეთით მდებარეობს.
სამართალდამცავებმა მანქანის სავარაუდო მძღოლი დააკავეს. ის სავარაუდოდ პაკისტანელი ლტოლვილია, რომელიც გერმანიაში 2016 წლის თებერვალში ჩავიდა. მანქანაში აღმოაჩინეს ასევე გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც პოლონეთის მოქალაქეა. სწორედ, მის სახელზე იყო გაფორმებული მანქანის დოკუმენტაცია.
აღსანიშნავია, რომ სატვირთო მანქანა პოლონურ კომპანიას ეკუთვნის. კომპანიაში აცხადებენ, რომ მძღოლთან კავშირი ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკარგეს.
მასალის გამოყენების პირობები






