რას იხსენებს ფოტოგრაფი, რომელმაც რუსეთის ელჩის მკვლელობის წუთები ფირზე აღბეჭდა
მსოფლიო - 14:10, 20 Dec, 2016     36053
მეორე დღეა სრულიად ინტერნეტსივცრე თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას განიხილავს. ვრცელდება კადრები, ფოტოები...


ელჩის მკვლელის ცნობილი ფოტო Associated Press -ის ფოტოგრაფს ბურჰან ოზბილიცს ეკუთვნის, რომელიც მუზეუმში იმყოფებოდა ელჩის სიტყვით გამოსვლისას.

ფოტოგრაფი ელჩის მკვლელობის წუთებს იხსენებს:

„არ დაივიწყოთ ალეპო. არ დაივიწყოთ სირია! ყვიროდა შეიარღებული მამაკაცი თურქულად. ის ასევე ყვიროდა "Allahu akbar”, თუმცა სხვა ვერაფერი გავიგე, რადგან რაღაცას არაბულად ამბობდა.

ოფისიდან სახლში მივდიოდი და გადავწყვიტე დავსწრებოდი გამოფენას სახელწოდებით „კალინინგრადიდან კამჩატკამდე, მოგზაურის თვალით ", რადგან მუზეუმი გზად იყო. როდესაც მივედი, სიტყვით გამოსვლები უკვე დაწყებული იყო.

როცა რუსეთის ელჩმა საუბარი დაიწყო, გადასაღებად მივუახლოვდი, რადგან ვიფიქრე, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებულ ამბებზე ფოტო გამოგვადგებოდა.

ელჩი გულთბილად საუბრობდა და შემიძლია გითხრათ, რომ სამშობლოს სიყვარულით იხსენებდა, თან პერიოდულად ჩერდებოდა, რადგან თარჯიმნის თურქულ თარგმანს ელოდა.

უეცრად, სროლა ატყდა, რასაც პანიკა მოჰყვა.

ელჩის სხეული იატაკზე აღმოჩნდა, მის გარშემო სისხლის გუბე იდგა.

რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რა მოხდა: ადამიანი ჩემ თვალწინ მოკვდა, სიცოცხლე ჩემი თვალების წინ გაქრა.

შოკირებული ვიყავი, მაგრამ შემდეგ დასისხლიანებული კედლის გადაღება დავიწყე.

მკვლელი ელჩის გარჩემო წრეებს ხაზავდა, ფოტოებს ხელს კრავდა და ყვიროდა.

რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ საფრთხე მელოდა, ვფიქრობდი : „მე აქ ვარ. იმ შემთხვევაშიც კი რომ დავიჭრა, არ მოვკვდე, ჟურნალისტი ვარ. ჩემი საქმე უნდა გავაკეთო. შემიძლია ავდგე და გავიქცე ფოტოების გარეშე... მაგრამ რა ვუპასუხო ხალხს, როდესაც მკითხავენ, რატომ არ გადავიღე ფოტოები.“

ვფიქრობდი ჩემს მეგობრებსა და კოლეგებზე, რომელიც კონფლიქტის ზონებში დაიღუპნენ.

თავდამსხმელი კი ყვიროდა და უცნაურად კარგად აკონტროლებდა საკუთარ თავს. ის ყველას გვიყვიროდა, რომ უკან გავწეულიყავით. შემდეგ დაცვამ ოთახი დაგვატოვებინა.

სასწრაფოები სწრაფად მოვიდნენ და პოლიციამ ოპერაცია დაიწყო. თავდამსხმელი მოკლეს.

როდესაც ოფისში დავბრუნდი და ფოტოების დათვალიერება დავიწყე, შოკში ვიყავი. ჩემს ფოტოზე , შეიარაღებული პირი ელჩის უკან იდგა, როგორც მეგობარი ან პირადი მცველი, მაშინ როდესაც ელჩი სიტყვით გამოდიოდა და ის მის მოსაკლავად ემზადებოდა.


შეგახსენებთ, თავდასხმა ანკარაში, ფოტოგამოფენის გახსნაზე მოხდა, სადაც თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი სიტყვით გამოდიოდა. მას ზურგიდან ესროლეს. გავრცელებული ცნობით, მკვლელი ანკარაში პოლიციის ოფიცერი, 22 წლის მევლუთ მერთ ალტინტასია, რომელიც სამართალდამცავებმა მოკლეს. გასროლის შემდეგ მისი სიტყვები იყო: "ჩვენ სირიაში ვიხოცებით, თქვენ აქ დაიხოცეთ."

თავდასხმა უკვე შეფასდა ტერორისტულ აქტად. მკვლელობის შემდეგნ რუსეთ-თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორივე პრეზიდენტმა დააფიქსირა, რომ ეს პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42