„ქვეყანაში ბევრი ლტოლვილია, სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ჯერ მხოლოდ 5 თვეა გასული. ძალაინ დიდი სიფრთხილეა საჭირო. მე ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილზე ყველა ელჩს მოვუწოდებდი საჯარო ღონისძიებებზე გამოჩენას მოერიდონ. თუ ელჩი ასეთ ადგილებზე გამოჩნდება მაშინ ჩვენი დაცვის სამსახური უნდა ახლდეს თან“- განაცხადა ჟირინოვსკიმ.
ჟირინოვსკის თქმით ელჩის მკვლელობა საგანგებო სიტუაციაა:
„ელჩის მკვლელობა ეს საგანგებო სიტუაციაა. ეს ყველაფერი კეთდება ერთი მიზნით, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ჩაშალონ, იმიტომ რომ ანკარა მზადაა ჩრდილოეთისკენ, მოსკოვისკენ მიბრუნდეს. ელჩის მკვლელობაზე უფრო სერიოზული მოვლენა არ არსებობს. ეს ყველაფერი პროვოკაციაა“- აღნიშნა ჟირინოვსკიმ.
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თქმით აუცილებელია სასწრაფო გამოძიების ჩატარება იმისთვის, რომ დადგინდეს არსებობს თუ არა მკვლელსა და იმ ორგანიზაციას შორის კავშირი, რომელიც სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა.
„თუ ამ ორგანიზაციას აქვს მონაცემები, რომ ჩვენ ერდოღანი განადგურებისგან ვიხსენით გადატრიალების დროს. შესაძლოა ეს შურისძიება იყოს. აი, თუ თქვენ თურქეთის პრეზიდენტს დაეხმარეთ, ჩვენ თქვენ ელჩებს მოვკლავთ“- განაცხადა ჟირინოვსკიმ.
ჟირინოვსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა ანალოგიას ანკარაში მომხდარ ფაქტსა და ირანში ალექსანდრე გრიბოედოვის მკვლელობას შორის:
„მაშინ ირანმა კომპენსაცია გადაიხადა. ახლა რა უნდა გააკეთონ თურქებმა? მათ ტერორისტი უკვე გაანადგურეს. მათ შეუძლიათ გაიგონ რა ორგანიზაციას წარმოადგენდა. აწარმოონ ძიება მთელი თურქეთის ტერიტორიაზე, დააკავონ რამდენიმე ასეული ადამიანი. თურქეთში უკვე დაკავებულია 37 ათასი ადამიანი. რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულნი იყვნენ გიულენთან და სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან. შეუძლიათ რუსეთის საელჩოს სპეციალური დაცვა გამოუყონ, ასევე შესაძლებელია, რომ თურქულმა სპეცსამსახურებმა ჩვენთან ერთად იმუშაონ იმისთვის, რომ ეს დაცვა უზრუნველყონ.
მაგრამ ეს თურქეთია, ეს სირიაა, ეს ახლო აღმოსავლეთია, ეს ყველაზე სახიფათო ზონაა. იორდანიაშიც დაიწყო არეულობები. მთელი მუსლიმური სამყარო სისხლშია. ევროპა კი ხმაურობს“- განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






