"ჩადენილი დანაშაული - რა თქმა უნდა გამიზნული პროვოკაციაა , რომელიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიცაზიისა და სირიის სამშვიდო პროცესის ჩაშლისკენ არის მიმართული, რომლის მოგვარებით რუსეთი, თურქეთი, ირანი და სხვა ქვეყნები აქტიურად არიან დაინტერესებულები" - განაცხადა პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან სერგეი ნარიშკინთან და უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსთან ალექსანდრე ბორტნიკოვთან შევხედრისას.
მისივე თქმით, რუსეთში თურქეთის წარმომადგენლების დაცვას გააძლიერებს და ასევე იზრუნებს საზღვარგარეთ არსებული რუსული წარმომადგენლობის უსაფრთხოების დაცვაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხად, რომ ელჩის მკვლელობაზე პასუხი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება იქნება.
"თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება იქნება. ამას დამნაშავეები საკუთარ თავზე იგრძნობენ" - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, თავდასხმა ანკარაში, ფოტოგამოფენის გახსნაზე მოხდა, სადაც ანდრეი კარლოვი სიტყვით გამოდიოდა. მას ზურგიდან ესროლეს. გავრცელებული ცნობით, მკვლელი ანკარაში პოლიციის ოფიცერი, 22 წლის მევლუთ მერთ ალტინტასია, რომელიც სამართალდამცავებმა მოკლეს. გასროლის შემდეგ მისი სიტყვები იყო: "ჩვენ სირიაში ვიხოცებით, თქვენ აქ დაიხოცეთ."
მასალის გამოყენების პირობები






