მისი თქმით, ის ამ ხნის მანძილზე, პროკურატურასთან აქტიურად თანამშრომლობდა და დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილისთვის ბრალის წასაყენებლად, გამოძიებას ყველა მტკიცებულება აქვს.
"მე-9 არხთან" საუბრისას, გირგვლიანი აცხადებს, რომ მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა საქმის ფალსიფიკაციას. დაკავებულმა მაღალჩინოსნებმა ჩვენებები შეცვალეს.
"გამოძიებასთან მისულმა პიროვნებებმა ბევრი ფაქტის შესახებ ისაუბრეს, რის შემდეგაც ამ საქმეს ახალი დამნაშავე პირები დაემატნენ. დეტალებზე საუბრისგან მაინც თავს შევიკავებ. ალანიას გარდა, რომელიც გაქცეულია და მიმალვაშია, ყველამ თქვა ის, რაც საჭირო იყო". - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.
მისი თქმით, ახალი ჩვენება გამოძიებას ოლეგ მელნიკოვმაც მისცა, რომელიც უკრაინის პროკურატურაში დაკითხეს. გირგვლიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქმის ვითარება შეცვლილია და ვანო მერაბიშვილს ბრალი ნამდვილად წარედგინება.
მასალის გამოყენების პირობები






