09:30 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უმასპინძლებს კონფერენციას თემაზე „გენდერი და სამართალი: საქართველოს კანონმდებლობის ფემინისტური ანალიზი“. კონფერენციაზე დაგეგმილია ამავე სახელწოდების კვლევის პრეზენტაცია, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს საკანონმდებლო ბაზაში და სასამართლო პრაქტიკაში გენდერული უთანასწორობის გამოვლინებები და მიზეზები
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
10:00 საათზე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას შეხვედრა გაიმართება საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩთან, მარტინა ქვიქთან
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N 518
11:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ხელი მოეწერება “ლისი დეველოპმენტსა” და “ჰოლანდიის განვითარების ბანკს შორის” 12 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას.
ხელმოწერის ცერემონიას „ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერი - Eowyn Teekens (ეიუინ თიქენს) დაესწრებიან.
მისამართი: თბილისი მარიოტი, რუსთაველის ქ.13;
11:00 საათზე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
12:00 საათზე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში დავით ბაქრაძის პრესკონფერენცია გაიმართება
მის: კახეთის გზატკეცილი 45ა
12:00 საათზე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
13:00 საათზე - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
13:00 საათზე - ბორჯომში დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დევნილ ოჯახებს ბინებს გადასცემს.
მისამართი: ბორჯომი, ვაშლოვანის ქ. N4
16:00 საათზე - ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეები თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, B კორპუსი, ბრიფინგების დარბაზი
16:20 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვლადიმირ მაკეის შეხვდება
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული)
მასალის გამოყენების პირობები






