გავლენიანმა გამოცემა Buzzfeed-მა 2016 წლის 46 ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო გამოაქვეყნა. მათ შორის არის 2016 წლის 22 მარტს, ბრიუსელის ტერაქტს გადარჩენილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას მიერ გადაღებული ფოტო.
ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთმა პირველმა ქეთი ქარდავამ შეატყობინა. ტერაქტს უვნებლად გადარჩენილმა ჟურნალისტმა ფოტოები ფეისბუკზე ატვირთა.
მის მიერ გადაღებული ფოტოები მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში მოხვდა, როგორც პირველი კადრები ტერაქტის ადგილიდან.
2016 წლის ყველაზე შთამბეჭდავ ფოტოებში კი მოხვდა ფოტო, რომელზეც აფეთქების შედეგად დაშავებული ინდოელი ქალბატონი, „ჯეტ ეარის“ თანამშრომელი, ინდოელი ნიდჰი თაფქარია დაფიქსირებული. მის გვერდით კი ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარშე“ თანამშრომელია, რომელიც ბრიუსელში შვებულებას ატარებდა.
ფოტოს ორივე გმირი ტერაქტს გადაურჩა.

2016 წლის ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოების ნახვა შეგიძლიათ - www.buzzfeed.com
მასალის გამოყენების პირობები






