ანგარიშის თანახმად ჟურნალისტური მუშაობისთვის სახიფათო ქვეყნებია სირია, ერაყი, ლიბია, იემენი, ავღანეთი, ბერუნდი. განსაკუთრებით საგანგაშო მექსიკის მონაცემებია სადაც წელს 9 ჟურნალისტი მოკლეს.
დაღუპულ ჟურნალისტთა უმრავლესობა მიზანმიმართული მკვლელობის მსხვერპლი გახდა, ავღანეთში დაღუპული 10 ჟურნალისტიდან 7 თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მათი მიკროავტობუსის აფეთქებას ემსხვერპლა.
RSF-ის გენერალურმა მდივნის კრისტოფ დელუარის თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობა უფრო და უფრო მიზანმიმართული ხდება:
„ისინი მიზანმიმართულად მოკლეს იმიტომ, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ, ეს საგანგაშო სიტუაციაა და აჩვენებს საერთაშორისო ინიციატივების აშკარა მარცხს ჟურნალისტების დაცვასთან მიმართებაში. ეს თავისუფალი მედიისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენია ისეთ რეგიონებში სადაც ცენზურა, პროპაგანდა და ექსტრემისტული დაჯგუფებებია.“ განაცხადა კრისტოფ დელუარმა და გაეროს ჟურნალისტების დაცვისთვის უფრო ქმედითი მექანიზმის შემუშავება მოსთხოვა.
ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნად სირია დასახელდა, რომელსაც ავღანეთი მოსდევს. ჟურნალისტების უმეტესობა საკუთარ ქვეყანაში დაიღუპა.
ამ დროისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპატიმროში 348 ჟურნალისტი იმყოფება, მათი რაოდენობა 2015 წელტან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი. მედიის 100 ზე მეტი წარმომადგენლის დაპატიმრება თურქეთში ვერშემდგარი გადატრიალების შემდეგ მოხდა. სხვადასხვა კონფლიქტის ზონაში მძევლად აყვანილია 52 ჟურნალისტი.
მასალის გამოყენების პირობები






