თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება 17 მაისის აქციის დამრბევების შესახებ
სამართალი - 19:02, 21 May, 2013     501

საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.

"2013 წლის 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა ქ. თბილსის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებიდან შემოსული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მასალები საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებზე.

სასამართლომ სამართალდამრღვევებად სცნო ზურაბ ჩხეიძე, გიგა კუჭუხიძე, ბექა ფირანიშვილი და ამირან მანთაშაშვილი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებზე და მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით დააკისრა ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა, თითოეულს 100-100 ლარის ოდენობით. ღია სასამართლო სხდომაზე, დაკავებულებმა, გარდა ზურაბ ჩხეიძისა, აღიარეს და მოინანიეს მათ მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი. ასევე, აღნიშნეს, რომ 17 მაისის აქციაზე თავად დაზარალდნენ, კერძოდ ყველა მათგანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.

ზურაბ ჩხეიძის, გიგა კუჭუხიძისა და ბექა ფირანიშვილის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი არ დადასტურდა. რის გამოც სასამართლომ შესაბამისი მუხლით მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. ასევე, ამ პირთა მიმართ სამართალდარღვევის ოქმი არ იყო შედგენილი სრულყოფილად რის გამოც დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, სასამართლო მიმართავს სასამართლოში ოქმის წარმომდგენ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს წამომადგენლებს და ავალებს მათ, წინადადების მიღების დღიდან ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული დარღვევების მიმართ გატარებულ შესაბამის ღონისძიებათა შესახებ აცნობონ სასამართლოს", – აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42