დაობლებული ბავშვები ალეპოდან თავის დასაღწევად შველას ითხოვენ.
ვიდეოს სირიულ-ამერიკული სამედიცინო საზოგადოება ავრცელებს. ვიდეო თავშესაფრის დირექტორის მიერ არის გადაღებული, რომელშიც 10 წლის ბიჭი, იასმინ ქანოზი საუბრობს და საერთაშორისო საზოგადოებას შველას სთხოვს.
„გამარჯობა , ეს შეიძლება ბოლო დღეა, რაც ჩემი ხმა გესმით და მხედავთ. ჩემი სახელია იასმინ ქანოზი და მე 10 წლის ვარ. 2 წელია ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობ, მას შემდეგ , რაც დედ-მამა დაბომბვის დროს დამეღუპნენ. მივმართავ მათ, ვისაც ადარდებს ადამიანის, ბავშების უფლებები. მივმართავ მთელ მსოფლიოს. იმედი მაქვს, დაგვეხმარებით ალეპოდან თავის დაღწევაში.
აქ 47 ბავშვია, ყველა მათგანი ჩემი ძმა და დაა. ყველას იმედი გვაქვს, რომ ალეპოს თავს დავაღწევთ , შევჭამთ და დავლევთ.
ჩვენ გვიყვარს მშვიდობა. გარეთ ვერ გავდივართ ბომბების გამო. ჩვენ გვეშინია ბომბების.
გთხოვთ, წაგვიყვანეთ ალეპოდან. გვინდა, ისე ვიცხოვროთ, როგოც ყველა სხვამ" - ამბობს 10 წლის ბიჭი.
მასალის გამოყენების პირობები






