ბოლო რამდენიმე დღეა აღმოსავლეთ ალეპოში ვითარება განაკუთრებით დაიძაბა.
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუსული ავიაციის დახამრებით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დასაკავებლად სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რასაც 200-მდე ადამიანი , მათ შორის ბავშვები ემსხვერპლა.
სოციალურ ქსელებში დაღუპული და დაშავებული ბავშვების ფოტოები ვრცელდება, სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება პოსტები, როგორ ითხოვს ხალხი გადარჩენას.
ამ ყველაფრის ფონზე კი რუსეთის პატრიარქის კირილის განცხადება ამოტივტივდა, რომელიც მან მიმდინარე წლის დასაწყისში, სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ გააკეთა,
"ამის შესახებ ცოტა ლაპარაკობს, მაგრამ პატრიარქმა ეს უნდა თქვას. ჩვენ გამოუცხადებელი ომი გამოგვიცხადეს. ახლა სირიის მაგალითზე ჩვენ ვხვდებით, რა სურთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს. მათ რუსეთის განადგურება სურთ" - განაცხადა პატრიარქმა კირილმა.
„ის, რაც ახლა ხდება თითქოს შორეულ სირიაში, რომელიც სინამდვილეში არც ისე შორსაა - ფაქტობრივად, ის ჩვენი მეზობელია - ეს არის სამშობლოს დაცვა.
ამის შესახებ ახლა უკვე ბევრი საუბრობს, რადგან სირიაში თუ ტერორიზმი გაიმარჯვებს, ეს გავლენას მოახდენს ჩვენს ხალხზე, მოგვიტანს უბედურებას.
ამიტომ ეს ომი თავდაცვითია. ჩვენი სამხედროები მონაწილეობენ ამ საომარ მოქმედებებში და ეს რადგან ომი თავდაცვით ხასიათს ატარებს, ის სამართლიანია” - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღნიშნა: „ისეთი ქმედება, რომელსაც შესაძლოა, ადამიანის სიკვდილი მოჰყვეს, ხანდახან გამართლებულია. დღევანდელი ომი ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა იყოს საერთო - ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთს. ჩვენ ბოროტება უნდა დავამარცხოთ. ეს წმინდა ომია.
მასალის გამოყენების პირობები






