"ეს რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე არის ძალიან მნიშვნელოვანი. დრო მოვიდა იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური თაობის ჩანაცვლების პროცესი დაიწყოს. ჩვენ ბოლო 20-21 წელიწადია იმ პოლიტიკური ელიტის ფარგლებში ვცხოვრობთ, ვინც დღეს პოლიტიკურ არენაზე ჩანს. 95 წელი იყო ერთი ეტაპი, როდესაც ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური ძალა და საბჭოთა პოლიტიკური ელიტა ჩანაცვლდა ახალი ჯგუფით. მეორე 2016 წლის არჩევნების შემდგომ, როცა პანტა-პუნტით დაიშალნენ პოლიტიკური პარტიები. იგივე საზოგადოებრივი კვლევა, არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი გაურკვეველ ვითარებაშია და ეძებს ახალ პოლიტიკურ დასაყრდენს და ამის მოცემულობები და შანსი ძალიან დიდია"- აღნიშნა ჩოკორაიამ.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დასავლეთი საქართველოში ახალ პოლიტიკურ დასაყრდენს ქმნის, სადაც საზოგადოება იხილავს დიპლომატებს, მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, ისიც, რომ მოძრაობისთვის პრორუსული გზა ეს ერთ-ერთი მთავარი ,,წითელი ხაზია“, საქართველოს მომავალი განვითარება მხოლოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გადის.
თავდაპირველად, ამ ერთობას მოძრაობის სახე ექნება და ამ ეტაპზე მისი პოლიტიკურ გაერთიანებად ტრანსფორმაცია დღის წესრიგში არ დგას, თუმცა სამომავლოდ არაფერია გამორიცხული.
,,ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, ამ მოძრაობას ექნება პოლიტიკურ მხარდაჭერა როგორც ევროპის ასევე შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეებიდან. მათ შორის ფინანსური კაპიტალიც, დასავლური არხებით იქნება უზრუნველყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები






