იაპონური კანფეტები ZOCY - მე-11 კლასის ქართველი მოსწავლეების უნიკალური ბიზნეს იდეა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:11, 16 Dec, 2016     5924
“ზოსი” ონლაინ მაღაზიაა, რომელიც იაპონურ კანფეტებს, საღეჭ რეზინებსა და სხვადასხვა სახის ტკბილეულობას სთავაზობს მომხმარებელს. სტარტაპის დამფუძნებლები ქართულ-ამერიკული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, 16 წლის მარიამ ქანაშვილი და გიორგი მესხი არიან. ბიზნესის წამოწყების იდეა თვითმფრინავში მოუვიდათ, აქვე დაიწყეს განხორციელება, სახელი Duty Free-ში მოუფიქრეს, აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ კი, საქმის კეთებას შეუდგნენ. თავიანთი ბიზნესის შესახებ მარიამმა და გიორგიმ უფრო დეტალურად ჩვენთან ისაუბრეს.

მოგვიყევით, რა არის ZOCY’s Japanese Candies და რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

მარიამი: „ზოსი“ იაპონური კანფეტების ონლაინ მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი კანფეტი, ხოლო კურიერი მას თბილისის მასშტაბით, სასურველ ადგილზე მიუტანს. პროდუქცია კანფეტებს, საღეჭი რეზინებსა და სხვა სახის საინტერესო, ეგზოტიკურ და განსხვავებული გემოს იაპონურ ტკბილეულობას მოიცავს.

როგორ გაჩნდა მსგავსი ბიზნესის წამოწყების იდეა და როგორ შეარჩიეთ სახელი?

მარიამი: ბოლო 3 წლის მანძილზე ბევრ საერთაშორისო კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა მათემატიკის განხრით (ICYS,2015-Gold Medal; Intel ISEF 2016; IYIPO-Gold Medal და ა.შ), რამაც დიდი გამოცდილება მოგვცა და ამავდროულად, ახალი იდეებისკენ გვიბიძგა. “ინტელის” კონფერენციაზე მიმავალებს, მიუნხენის აეროპორტში დაგვებადა ამ ბიზნესის წამოწყების იდეა და პირველი ნაბიჯებიც სატრანზიტო განყოფილების კომპიუტერებზე გადაიდგა. რაც შეეხება სახელს, ეს სრულიად ექსპრომტად, Duty Free-ში ყოფნის დროს შეირჩა.

რატომ გადაწყვიტეთ აქცენტის გაკეთება იაპონურ კანფეტებზე და ამდენად დიდია დაინტერესება მომხმარებლის მხრიდან?

გიორგი: კლასელები ვართ და ჯერ კიდევ მე-8 კლასიდან თავად ვიწერდით იაპონურ კანფეტებს უცხოური საიტებიდან, ვინაიდან საქართველოში მსგავსი პროდუქცია ფიზიკურად არაა. როდესაც წამოვიზარდეთ და მცირედი გამოცდილება შევიძინეთ, ამ ტიპის სტარტაპის წამოწყება ვცადეთ და ვფიქრობთ, წარმატებითაც შევძელით. მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია, რა თქმა უნდა, მცირე ბიზნესის ფარგლებისთვის.

რა გამოგარჩევთ სხვა კონკურენტებისგან?

მარიამი: ვინაიდან ქართულ ბაზარზე იაპონური კანფეტების პროდუქცია უბრალოდ არ მოიპოვება, კონკურენტუნარიანობა საკმაოდ დაბალია. ამის გარდა, ვფიქრობთ ჩვენი იდეა საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოა ქართველი ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან სრულიად უცხო, ახალი ტიპის პროდუქციას ვთავაზობთ.

როგორ განისაზღვრება ფასები და როგორ შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

მარიამი: ფასი თვით კანფეტის სახეობაზეა დამოკიდებული და საშუალოდ 2-დან 5ლარამდე მერყეობს. პროდუქციის შეძენა ონლაინ შეკვეთებითაა შესაძლებელი, Facebook გვერდის, ან ინსტაგრამის საშუალებით. დისტრიბუცია კი, მიტანის სერვისით ხორციელდება.

რა სირთულეები ახლავს ამ ბიზნესის წამოწყებას და როგორ უთავსებთ საქმესა და სწავლას?

გიორგი: სირთულეები ბევრია, ვინაიდან მე-11 კლასში ვართ და აბიტურიენტებად ვითვლებით, საკმაოდ ძნელია სწავლისა და საქმიანობის შეთავსება. გარდა ამისა, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ საქმიანობაში მხოლოდ ჩვენ ვართ ჩაბმულნი, ხშირად რთულია პრობლემებისა და მიზნების მოკლე დროში გადაჭრა/შესრულება. ამ ყველაფრის მიუხედავად, უძლიერეს მხარდაჭერას ვგრძნობთ მშობლებისგან, რომლებიც უფრო გამოცდილნი არიან ამ სფეროში.

რა ეტაპზე ხართ ამჟამად და რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლისთვის სამომავლოდ?

მარიამი: კანფეტების პირველი პარტია ამოგვეწურა და ახალ, განახლებულ პარტიას ველოდებით. ვცდილობთ, ასევე, ჩვენი ბიზნესის გავრცელებას სოციალურ ქსელში, რათა ბევრი ადამიანი გაეცნოს მას.

გიორგი: გარდა იმისა, რომ მუდმივად ვხვეწთ ჩვენს მომსახურებასა და კონტენტს, სამომავლოდ ახალი განხრის წამოწყებასაც ვაპირებთ, subscription box-ებთან მიმართებით, რასაც მომხმარებელი ახლო მომავალში გაეცნობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42