ვლადიმერ პუტინი და სინძო აბე კურილიის სადავო კუნძულებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
მსოფლიო - 13:44, 16 Dec, 2016     2263
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. პუტინმა უკვე გამართა მოლაპარაკება იაპონიის პრემიერ-მინისტრთან


იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე შეთანხმდნენ, რომ კურილიის კუნძულებზე ეკონომიკურ საქმიანობას ერთობლივად განახორციელებენ. თუმცა, აბეს თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა მოსალოდნელი არ არის.

“მე და რუსეთის პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ ამ კუნძულებზე შეიქმნება განსაკუთრებული რეჟიმი ერთობლივი სამეურნეო საქმიანობის დასარეგულირებლად. ეს რეჟიმი მიმართული იქნება იმისკენ, რომ შეიქმნას პირობები მომავალში ამ პრობლემის გადასაწყვეტად” - განაცხადა აბემ იაპონიაში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ჩვენი მხრიდან, მე შევთავაზე სახალინის ოლქისა და ჰოკაიდოს მცხოვრებლებს შორის თავისუფალი სასაზღვრო გადაადგილების რეჟიმის დაწესება” - განაცხადა პუტინმა.

კურილიის არქიპელაგის რამდენიმე კუნძულთან დაკავშირებით იაპონიასა და რუსეთს შორის ტერიტორიული დავა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან არსებობს. ოფიციალური ტოკიო მიიჩნევს, რომ კუნძულები იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაი მას ეკუთვნის.

სწორედ , კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით არსებული დავა წარმოადგენს მთავარ პრობლემას, რომელიც რუსეთ-იაპონიას შორის მშვიდობიანი ხელშეკრულების გაფორმებას აბრკოლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42