ამის შესახებ ობამამ რადიოსადგურ NPR-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მთავრობა ცდილობს ჩვენი არჩევნების პატიოსნებაზე ზეგავლენის მოხდენას, ჩვენ ზომებს უნდა მივმართოთ" - განაცხადა ბარაკ ობამამ.
„ზოგიერთი ზომა ყველასთვის ნათელი იქება, ზოგიერთი კი არა“ - განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დრო განხორციელებულ ჰაკერულ ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა.
როგორც ბარაკ ობამას მრჩეველმა ბენ როუდსმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინი მკაცრად აკონტროლებს ყველა ოპერაციას, რომელსაც რუსეთის მთავრობა ახორციელებეს, შესაბამისად, ის მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო.
რუსეთის ხელისუფება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ განხორციელებულ კიბერთავდასხმებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






