პუტინი აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმებში პირადად მონაწილეობდა - თეთრი სახლი
მსოფლიო - 11:00, 16 Dec, 2016     6143
აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრიაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დრო განხორციელებულ ჰაკერულ ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა.


როგორც ბარაკ ობამას მრჩეველმა ბენ როუდსმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინი მკაცრად აკონტროლებს ყველა ოპერაციას, რომელსაც რუსეთის მთავრობა ახორციელებეს, შესაბამისად, ის მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო.

"ყველაფერი, რაც ჩვენთვის ცნობილია იმის შესახებ,როგორ მოქმედებს რუსეთი, როგორ აკონტროლებს პუტინი თავის მთავრობას, მიუთითებს იმაზე, რომ ელექტრონულ ჩარევაზე საუბრისას, საქმე გვაქვს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებთან” - განაცხადა როუდსმა.

„და რა თქმა უნდა , პუტინი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთის მტავრობის ქმედებებზე პასუხს აგებს“ - დასძინა ბარაკ ობამას მრჩეველმა.

ამავდროულად, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ კიბერშეტევაში პუტინის მონაწილეობის ფაქტი , აშკარაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მიიღებს სათანადო ზომებს იმ რუსი ჰაკერების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობდნენ.

„ზოგიერთი ზომა ყველასთვის ნათელი იყო, ზოგიერთი კი არა“ - განაცხადა ობამამ.


ამას გარდა, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ჰაკერულ ოპერაციაში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობის ფაქტი აშკარაა.

რუსეთის ხელისუფება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ განხორციელებულ კიბერთავდასხმებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42