წყვილი, გუშინ, ლონდონის ერთ-ერთ თეატრში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ , პრინცი ჰარის ახალ რომანზე მედია 30 ოქტომბერს ალაპარაკდა.
როგორც ტაბლოიდები იტყობოდნენ, ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრის მორიგი რჩეული 35 წლის ამერიკელი მსახიობი , სერიალ Suits- ის ვარსკვლავი მეგან მარკლია.
გამოცემა Sunday Express წერდა, რომ ჰარიმ და მეგანმა ერთმანეთი მიმდინარე წლის მაისში, ტორონტოში გამართულ Invictus Games-ზე გაიცნეს, რომლის დამფუძნებელიც თავად პრინცია და მას შემდეგ ერთმანეთს ეკონტაქტებიან.
როგორც გამოცემა წერს, მეგანი ლონდონში რამდენჯერმე იმყოფებოდა და ინსტაგრამზე ფოტოებსაც დებდა, თუმცა მისი ვიზიტის მიზეზები უცნობი იყო. ამ ხნის განმავლობაში ტორონტოში იმყოფებოდა პრინცი ჰარიც. მისი საიდუმლო ვიზიტს დაჯავშნულმა ბილეთმა ახადა ფარდა.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა. სამეფო ოჯახის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პრინცი ჰარი ძალიან შეწუხებული და იმედგაცრუებულია მედიის მიერ მის მარკლის პირადი სივრცის ხელყოფით და იმით, რომ პრინცი მის დაცვას ვერ ახერხებს.
მასალის გამოყენების პირობები






