თემურ შაშიაშვილი: "გარყვნილობის პროპაგანდაზე დიდი ძალადობა,მხოლოდ ადამიანის მოკვლაა"
საზოგადოება - 15:20, 21 May, 2013     499

"ჩემი პოზიცია 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით იმავე დღეს გამოვხატე სტატიაში: "ის, რაც ხდება, ზნეობისა და უზნეობის ბრძოლაა. საქართველოს მომავალი – ზნეობაშია !"


კიდევ ერთხელ ვადასტურებ - საქართველოს მომავალი ზნეობაშია, საქართველოს მომავალი რწმენასა და ეკლესიურობაშია.


ძალიან ვწუხვარ, რომ რამდენიმე სასულიერო პირმა სწორედ ის გააკეთა,რაც ქვეყნის დამანგრეველთ აწყობთ... გააკეთეს ის, რაც არ არის კარგი მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის დიდი მსოფლიო ავტორიტეტისათვის...


ჩვენი პოზიცია არის მარტივი: როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა: " ქვეყანა უნდა იმართებოდეს ერის ბუნებიდან გამომდინარე". ჩვენი ბუნების წყარო – ბიბლიაა. ყოველი ქართველისათვის, საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის ერის ბუნება უფრო ძლიერია, სუფთაა, ზნეობრივია, ვიდრე მსოფლიო მაფიის ფულით დაფინანსებული გარყვნილება.

 

ვინც ბიბლიას ადებს ხელს, მით უფრო, ინაუგურაციის დროს, ის ამ პასუხისმგებლობას კისრულობს...თუ არ გინდა აიღო ეს პასუხისმგებლობა, ბიბლიაზე ხელის დადებით ნუ დებ ფიცს... რადგან, თუ რწმენით არ ცხოვრობ, ბიბლიაზე საჯაროდ ფიცის დადება უდიდესი ფარისევლობაა.
თავისუფლების პლანეტარული განმარტება ეკუთვნის უდიდეს ამერიკელ მწერალს უილიამ ფოლკნერს: "ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში.." ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობაა, ისე მოიქცეს საზოგადოებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,რომ სხვა არ შეაწუხოს, ქცევით სხვას არ მიაყენოს შეურაცყოფა... ასე ცხოვრობს ადამიანთა მოდგმიდან კაცობრიობა.

 

ორი წლის წინ, 2011 წლის 26 მაისს, სწორედ ამ ადგილზე, სისხლში გახვიეს ქართული ცნობიერების ადამიანები და ეს შეიძლებოდა, ხოლო გარყვნილების მიმართ პოზიციის გამოხატვა - ძალადობად შეფასდა..

 

გარყვნილობის პროპაგანდაზე დიდი ძალადობა მხოლოდ ადამიანის მოკვლაა..

 

.გარყვნილება ის კი არ არის, თუ როგორ იქცევა კონკრეტული ადამიანი საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში, არამედ ამ ქცევის სხვაზე თავის მოხვევაა...როცა შეგნებულად იქცევი ისე, რომ სხვა გააღიზიანო, მდგომარეობიდან გამოიყვანო, სხვისი ღირსება შელახო, სხვისი უფლება დაარღვიო - ეს არის ძალადობა. სწორედ ეს გააკეთეს ბიბლიის მტრებმა და ეშმაკის მსახურებმა 17 მაისს.

 

დღეს ყალბი და მოჩვენებითი პიროვნებები, ძირითადში სკამის პოლიტიკოსები, ბევრს საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოებაზე. ეს პრაქტიკულად არის, ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩაქუჩით პოლიტიკოსობა, ბრძოლა გრანტებისათვის და უცხოელი პატრონებისადმი მსახურება საკუთარი ხალხის ღირსების შელახვის ფასად.


სამოქალაქო საზოგადოება კანონებით იმართება, მე ვსაუბრობ ადამიანურ საზოგადოებაზე, რომელიც ზნეობრივი კანონებით ცხოვრობს.. ცხოვრობს და არა იმართება...ზნეობრივი კოდექსი სწორი, მართალი და მორწმუნე ადამიანისათვის კი - ბიბლიაა/


ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის ზნეობა, მორალი, ღირსება უფრო მაღალია, ვიდრე კანონი, რადგან კანონის წყარო ღირსეულ ქვეყანაში - ზნეობაა.

ვერასდროს გავუგებ იმ ადამიანებს, მით უფრო პოლიტიკოსებს, რომლებიც ზნეობაზე მაღლა - კანონებს აყენებენ, რომელნიც ადამიანურ საზოგადოებაზე მაღლა - სამოქალაქოს აყენებენ, რომელნიც ერის უფლებაზე მაღლა - პიროვნების უფლებას აყენებენ..

 

მე ასე ვხედავ, ასე მწამს, ასე ვაპირებ ცხოვრებას.....ხმამაღლა ვამბობ: სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ! ღმერთი სიყვარულია! სიყვარული აღგვამაღლებს!

მოხარული ვარ, რომ დღეს კიევის ქართველობის ერთ ჯგუფთან შეხვედრამ სწორედ ეს განწყობა დაადასტურა.

ისიც მინდა ვთქვა, როგორც უკრაინაში, ასევე ევროპაში, არაერთი ცნობილი ექსპერტი და რიგითი ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ მიუხედავად გარკვეული გადაჭარბებისა, 17 მაისს, ქართველი ხალხის განწყობა ამ ბოროტების წინააღმდეგ სამაგალითო და სანიმუშოა. მიხარია.

17 მაისის გამოსვლა არ მოსწონთ გრანტის და სკამის მაძიებელთ და მათ ვინც გრანტებსა და სკამებს ქვეყნის გარედან ელიან" - აცხადებს "თეთრების" ლიდერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42