დღეს, პუტინი, ქალაქ ნაგატოში იაპონიის პრეზიდენტს სინძო აბეს შეხვდება. ხვალ კი ტოკიოში რუსულ-იაპონური მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით გაგრძელდება, რომლებშიც სამინისტროებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
Nippon TV-სთან ინტერვიუში პუტინმა იაპონიასთან ურთიერთობის სრულად ნორმალიზების სურვილი გამოთქვა.
„მე და ჩემს კოლეგებს იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუსეთ-იაპონიის ურთიერთობების განვითარებაში“ - განაცხადა პუტინმა.
სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინისა და სინძო აბეს შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა კურილიის კუნძულებთან დაკავშირებული ტერიტორიული დავა იქნება.
ოქტომბრის შუა რიცხვებში, იაპონურმა გამოცემა Nikkei-მ დაწერა, რომ დეკემბრის მოლაპარაკებებზე სინძო აბემ შესაძლოა, პუტინს კურილიის კუნძულების ერთობლივი მართვის გეგმა შესთავაზოს. იაპონიის ხელისუფლებამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
მასალის გამოყენების პირობები






