ჩინეთში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი დასრულდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:25, 15 Dec, 2016     1681
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ქალაქ სიანში აბრეშუმის გზის საერთაშორისო კულტურის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ფორუმს დაესწრო. „სამრეწველო პარკების განვითარების ფორუმზე“ საპარტნიორო ფონდი საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 20 ქვეყნის 500-ზე მეტი ბიზნეს ლიდერი. ფორუმის ძირითადი მიზანი აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული ქვეყნების მიერ საერთაშორისო სამრეწველო პარკების განვითარების ხელშეწყობა იყო. ფორუმზე აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერებმა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ერთიანი პოლიტიკის, ფინანსური მომსახურების, სატრანსპორტო ინდუსტრიისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გარეთ ერთობლივი საწარმოების შექმნისა და განვითარების, ასევე, ერთობლივი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. ფორუმი აბრეშუმის სავაჭრო გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის პრეზიდენტმა ლუ ძიენ ჭუნმა გახსნა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბრეშუმის სავაჭრო გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის საპატიო თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილმა.

ფორუმის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა საპარტნიორო ფონდის დელეგაციასა და აბრეშუმის სავაჭრო გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტს ლუ ძიენ ჭუნს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა აბრეშუმის გზის ფონდსა და საპარტნიორო ფონდს შორის საერთო კაპიტალით ერთობლივი ფონდის ჩამოყალიბების პერსპექტივაზე ისაუბრეს. იდეის ავტორების მიხედვით, ახალ ფონდში კომერციულად მომგებიანი პოტენციური პროექტების ბაზა შეიქმნება, საიდანაც კერძო პროექტების დაფინანსება მოხდება.

აბრეშუმის სავაჭრო გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის პროექტში და აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქართული ღვინისა და ქართული კულტურის პლატფორმის შექმნას, რაც ასევე გულისხმობს ქართული ღვინის საგამოფენო ცენტრებისა და ქართული კულტურის სახლების გახსნას ჩინეთის 50 დიდ ქალაქში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ჩაის ინდუსტრიულ-ტურისტული პროექტის ხელშეწყობას, რომელიც მხარეების მიერ დამუშავების პროცესშია. საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო აბრეშუმის წარმოების რეაბილიტაციის პროექტს.

საპარტნიორო ფონდის საქმიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42