რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ეხმაურება
მსოფლიო - 10:45, 15 Dec, 2016     1969
რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებაზე განცხადებას ავრცელებს . მოსკოვი აღნიშავს, რომ თბილისი კიდევ ერთხელ შეეცადა დაეწესებინა ფორმულირება უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შესახებ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის მონიტორინგისთვის.


„მონაწილეებმა შეაფასეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან სიტუაციის სტაბილურობა. თბილისი კიდევ ერთხელ შეეცადა დაეწესებინა ფორმულირება უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შესახებ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის მონიტორინგისთვის. აღნიშნულ საკითხს შემდეგ რაუნდზე დავუბრუნდებით“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მიუხედავად ინციდენტებისა, ე.წ. საზღვრებზე მოსახლეობის გადაადგილების უსაფრთხოება სათანადო დონეზე უზრუნველყოფილია.

„ამას ადასტურებს სტატისტიკა: საზღვარი აფხაზეთსა და საქართველოს შორის წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს საზღვარი კი 350 ათასმა ადამიანმა“ - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული „ცრუ ინფორმაცია „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე, ასევე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ღია და ტენდენციურ ანგარიშიც.“

„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მედიის მიერ დამახინჯებული ფაქტები, რომლებიც რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთას ეხება და გაშუქებული იყო, როგორც „გატაცება გამოსასყიდის მიზნით.“ ეეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში

რუსეთის, დე ფაქტო აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს უკმაყოფილება, საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

შენევის ფორმატის შემდეგი შეხვედრა 2017 წლის მარტის ბოლოს არის დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42