სარეფერენდუმო ჯგუფის განცხადება
მოგეხსენებათ, ა. წ. 26 თებერვალს საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის; 175-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის "რეფერენდუმის შესახებ" მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
იაგო წიკლაური, გელა მესტიაშვილი, იანა ხუციშვილი
ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი:
"თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა?"
კანონის შესაბამისად ჯგუფს მიეცა 3 თვის ვადა, მინიმუმ 200 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის შესაგროვებლად.
საპარლამენტო მმართველობის შემოღების მომხრე სარეფრენდუმო–საინიციატივო, საკონსტიტუციო დემოკრატიულმა ჯგუფმა, ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, ვალდებულად ჩათვალეთ გვეუწყებინა ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ:
ქვეყანაში განვითარებული პლიტიკური მოვლენების თანმდევი შედეგებიდან გამომდინარე, მიზნის ნაწილობრივი მიღწევის გამო, მიუხედავად ხელმოწერების მნიშვნელოვანი რაოდენობის შეგროვებისა, ჯგუფმა შეაჩერა სარეფერენდუმო კამპანია.
სარეფერენდუმო ჯგუფის ინიციატივა გამომდინარეობდა 2012 წლის შემოდგომისა და 2013 წლის დასაწყისისათვის საქართველოში დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან, როცა არსებობდა ხალხის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბერს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების და მისი მთავრობის მნიშვნელოვანწილად შევიწროვების მოლოდინი საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების გამოყენების მეშვეობით. კერძოდ, პრეზიდენტის მიერ ვადამდელი დათხოვნით, როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის.
მოვლენების მსვლელობის პარალელურად სარეფერენდუმო ჯგუფის ინიციატივის შესახებ არაერთხელ გაიჟღერა მასმედიის წყაროებში, პრემიერ–მინისტრის, პრეზიდენტის, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლების, სხვა ორგანიზაციებისა და ექსპერტების მხრიდან.
სარეფერენდუმო ჯგუფი მაშინაც და დღესაც მიიჩნევს სახელმწიფო მმართველობის ეფექტურ ფორმად საპარლამენტო მართვის მოდელს, სადაც სიმბოლური დატვირთვის მქონე პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი. სწორედ ეს მოდელი მიესადაგებოდა მაშინაც და დღესაც საქართველოს ეფექტური მმართველობის განვითარებას. თუკი საქართველო შეძლებდა, რეფერენდუმის გზით, შეეტანა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილება და გადავიდოდა საპარლამენტო მართვის ფორმაზე, მაშინ ავტომატურად დაკანონდებოდა პრეზიდენტის არჩევის წესი პარლამენტის მიერ. ეს ფორმა თავისთავად გულიხმობდა პრეზიდენტის და მისი აპარატის, ასევე გუბერნატორების არსებული ინსტიტუტების მთლიან გაუქმებას. ამ გზით მიიღწეოდა მმართველობის უფრო ეფექტური და დემოკრატიული ფორმის დაკანონება, დაცული იქნებოდა ხალხის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბერს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და მთავრობა. შედეგად, პრეზიდენტს ჩამოერთმეოდა მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის ფუნქცია.
სარეფერენდუმო ჯგუფმა სწორედ ეს გზა ჩათვალა ერთადერთ კანონიერ გზად და დაარეგისტრირა სარეფერენდუმო საკითხი:
"თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა?"
შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანწილად შეცვალა პოლიტიკური ვითარება ჩვენს ქვეყანაში. კერძოდ მოხდა საკონსტიტუციო შეთანხმება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის, პრემიერ–მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს შორის. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებით დარეგულირდა მთავრობის დათხოვნის და ფუნქციონირების საკითხი ხალხის არჩევანის სასარგებლოდ. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ დარეგულირდა ორგანული კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ".
ყოველივე აღნიშნულმა და სხვა უამრავმა თანმიმდევრულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნწილად შეცვალა პოლიტიკური ვითარება საერთო სტაბილურობისაკენ, რამაც შედეგად გადაწია რეფერენდუმის საკითხიც.
საპარლამენტო მმართველობის შემოღების მომხრე სარეფერენდუმო საკონსტიტუციო დემოკრატიული ჯგუფი, საერთო ფონის შექმნით, მოხარულნი ვართ, თუკი თუნდაც მცირედით მაინც შევიტანეთ წვლილი პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის საკონსტიტუციო საკითხების შეთანხმებაში.
დღეისათვის ვთვლით, რომ არსებული რეალური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენი მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია და შენარჩუნებულია 2012 წლის 1 ოქტომბრის დემოკრატიული არჩევნების შედეგები.
სარეფერენდუმო ჯგუფი ვითვალისწინებთ საპარლამენტო მმართველობის ფორმისა და შინაარსის საზოგადოებისათვის გაუთვითცნობიერებულობას, მხარს ვუჭერთ დღევანდელი ხელისუფლების და პრემიერ–მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კურსს. ამ ეტაპზე მხარს ვუჭერთ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას პირდაპირი და საყოველთაო კენჭისყრით.
საპარლამენტო მმართველობის ფორმის ეფექტურობის და მისი შინაარსის უკეთ გაცნობის მიზნით, საკონსტიტუციო დემოკრატიული სარეფერენდუმო ჯგუფი, მომავალში საზოგადოების გათვითცნობიერების მიმართულებით, 2013–2018 წლის საპრეზიდენტო ვადებში ეტაპობრივად განახორციელებს საპარლამენტო მართვის მოდელის შინაარსის ინფორმირების სამუშაოებს. ასევე გამოვთქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ და შევიტანოთ წვლილი საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის მუშაობაში, რომელიც უახლოეს ხანებში ჩამოყალიბდება პარლამენტში.
და ბოლოს,
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და მოხარულნი ვიქნებით ერთად გავიზიაროთ დღევანდელი ხელისუფლების წარმატებები.
იმედი გვაქვს ჩვენი მუშაობა კვლავაც წაადგება ქვეყნის მშენებლობას.
პატივისცემით, საპარლამენტო მმართველობის შემოღების მომხრე
სარეფერენდუმო–საინიციატივო, საკონსტიტუციო დემოკრატიული ჯგუფი:
იაგო წიკლაური, გელა მესტიაშვილი, იანა ხუციშვილი
2013 წლის 20 მაისი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






