“მივმართავ ასადის რეჟიმს, რუსეთსა და ირანს, სამ სახელმწიფოს, რომლებიც ალეპოში ხოცვა-ჟლეტის უკან დგანან: თქვენ პასუხს აგებთ ამ საშინელებაზე.
უნდა გრცხვენოდეთ, მაგრამ ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გამბედაობას გმატებთ. ნუთუ მართლა არ გაქვთ სირცხვილის უნარი? ნუთუ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსობა, ბავშვების სიკვდილით დასჯა არ გაწუხებთ?" - განაცხადა პაუერმა.
შეგახსენებთ, გუშინ, ღამე სირიის ქალაქ ალეპოზე მასშტაბური დაბომბვები განხორციელდა.
სირიის სამთავრობო არმია რუსული ავიაციის დახმარებით, ალეპოზე კონტროლის დასხმარებლად ქალაქს ბომბავდა, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ქალაქის დატოვება ვერ შეძლო.
ადამიანის უფლებთა საკითხებზე მომუშავე გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართვლოს ოფიციალური წარმომადგენლის, რუპერტ კოლვილის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 83 მშვიდობიანი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის 11 ქალი და 13 ბავშვია. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ მოსახლეობა საკუთარ სახლებში ან ქუჩებში მოკლეს, მაშინ როდესაც ბომბებს გაურბოდნენ.
დღეს, სირიის მთავრობამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარა, ხოლო სირიელმა აჯანყებულებმა თანხმობა განაცხადეს, აღმოსავლეთ ალეპო მთლიანად დატოვონ. თუმცა, ქალაქში საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახმდა. ქალაქიდან მხოლოდ 5992 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო 399-მა ამბოხეულმა იარაღი დაყარა და ქალაქის დასავლეთ ნაწილში გადავიდა.
აღმოსავლეთ ალეპოს ოთხი წლის განმავლობაში ამბოხებულები აკონტროლებდნენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის ავიაციის დახმარებით ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე ინტენსიურ შეტევას ახორციელებენ, რომლის შედეგადაც ამბოხებულები ქალაქიდან თითქმის განდევნეს. ამჟამად ალეპოს 98%-ს ასადის ძალები აკონტროლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






