მძიმე 2017 წელი - ,,მთავრობას მოუწევს ტარიფების აწევა, სხვა შემთხვევაში საბურავების წვის ეპოქას დავუბრუნდებით“
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:25, 14 Dec, 2016     6532

ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. ლარის დევალვაცია მიმდინარე კვირას საგრძნობია. დღეის მონაცემებით ერთი ამერიკული დოლარი 2.6599 ლარი ღირს, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე კი თვლის, რომ „ყვეალაფერი კარგად“ იქნება, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გია ვოლსკი კი ასეთ საგრძნობ გაუფასურებას წიანსაახალწლო პერიოდს უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მონაცემების პარალელურად, ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში გაცილებით მაღალია.

მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესშია. პარლამენტში განხილვები მიმდინარეობს, თუმცა ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობა. ისინი ასევე სკეპტიკურად არიან განწყობილნი მთავრობის ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმის მიმართ. მთავრობას კი გეგმები აქვს - სამინისტროებში ხალხის გათავისუფლება, ხელფასების კლება, დედოლარიზაცია.

ამ ყოველივეს ექსპერტები სკეპტიკური თვალით უყურებენ. მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი ქმედებები ქვეყანიდან ინვესტორების გასვლას გამოიწვევს, დედოლარიზაციამ კი შესაძლოა კომერციულ ბანკებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას „ნიუპოსტთან“ ექსპერტი გოჩა თუთბერიძე აფასებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, არსებული სიტუაცია გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლება განაგრძობს ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას, ეროვნული ბანკი კი ვერ ამოქმედებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, რადგან ინფლაცია ჯერჯერობით სახეზე არ არის:

„ლარის გაუფასურება, ის რაც დღეს ხდება ფინანსურ ბაზრებზე, გამოწვეულია საქართველოს მთავრობის არასწორი ფინანსური პოლიტიკით. ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა გრძელდება, ლარის დიდი მასა არის მიმოქცევაში და შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით უფასურდება. ამიტომ, აპელირება გარე ფაქტორებზე, აპელირება იმაზე, რომ სავაჭრო პარტნიორებშიც მათი ვალუტის კურსი ეცემა, არის არასწორი და დემაგოგიაა, ეს ხალხის შეცდომაში შეყვანაა. ეროვნული ბანკი არის ხელფეხშეკრული, ის ვერაფერს აკეთებს, ვინაიდან უყურებს ინფლაციას, ინფლაცია ჯერ არ მომხდარა, შესაბმისად ვერ ერევა ამ პროცესში, ანუ მას არ შეუძლია გამოიყენოს ის ინსტრუმენტები, რომლითაც შეძლებდა კურსზე ზეგავლენის მოხდენას. ბურთი არის საქართველოს მთავრობის მოედანზე, მათ უნდა შეწყვიტონ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, უნდა შეამცირონ მაქსიმალურად ხარჯები, იმისათვის, რომ ლარის მასა შემცირდეს. სებმა უნდა შეზღუდოს რეფინანსირების სესხების გაცემა. თუმცა, აქაც ისეთი სიტუაციაა, რომ ამან შეიძლება შემდეგ ბანკებს შეუქმნას ლიკვიდობის პრობლემა. მთავარი მოქმედი გმირი ამ შემთხვევაში არის საქართველოს მთავრობა, მაგრამ მათი კომენტარებიდან გამომდინარე ჩანს, რომ არც კვალიფიკაცია ყოფნით და არც კომპეტენტურები არიან ამ პრობლემის მოგვარებისთვის“, - აღნიშნავს გოჩა თუთბერიძე.

როგორც ექსპერტმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, საქართველოში დედოლარიზაციის განხორციელება შეუძლებელია, რადგან ქვეყანას პატარა ეკონომიკა აქვს. იმ პირობებში როდესაც იმპორტი საგრძნობლად აჭარბებს ექსპორტს, დედოლარიზაციის პროცესის განხორციელების ალგორითმი არ არსებობს:

„დედოლარიზაცია არის ერთი დიდი სისულელე. ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ის ვერასდროს მოახერხებს დედოლარიზაციის განხორციელებას. საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან პატარა. შესაბამისად აპელირება იმაზე, რომ მოახდენენ დედოლარიზაციას და აღარ გვექნება პრობლემები კურსთან მიმართებით, ეს ზღაპარია. იმპორტი აჭარბებს ექსპორტს, ამ პირობებში დედოლარიზაციის ალგორითმი არ არსებობს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისივე თქმით გარდაუვალია ტარიფებზე ფასის მომატება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნიდან ინვესტორები წავლენ და საქართველო 90-იან წლებში დაბრუნდება:

„მაშინ მივალთ 90-იან წლებამდე, როცა შუქი და გაზი არ იყო. თუ ტარიფებს არ მოუმატებს, ინვესტიციები შეწყდება ამ სექტორში, ინვესტორები გაიქცევიან და დავუბრუნდებით საბურავების წვის ეპოქას. აუცილებლად მოუწევთ ტარიფების აწევა“, - დასძენს გოჩა თუთბერიძე.

რაც შეეხება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან შესაძლო დახმარებას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი დახმარება არ ელის. ხელისუფლებამ შესაძლოა ამ ორგანიზაციებისგან მხოლოდ რჩევა მიიღოს. 2017 წელს კი მისივე აზრით, გაგრძელდება იგივე ტენდენცია ლარის გაუფასურების თვალსაზრისით, რაც დღეისათვის არსებობს:

„არავითარი დახმარება არ გვექნება, ეს უნდა მოაგვაროს მოქმედმა ხელისუფლებამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კუპონის პერიოდში დაგვეხმარა, როდესაც იყო ჰიპერინფლაცია საქართველოში, გვეხმარებოდა იმისათვის, რომ რეზერვები შეგვექმნა და ეროვნული ვალუტა დაგვესტაბილურებინა. ეს პერიოდი საქართველომ გაიარა, ახლა ვერაფერში ჩაერევიან. საქართველოს მთავრობას შესაძლოა მისცენ რჩევა, ხოლო რჩევა არის, რომ უნდა შეამცირონ საბიუჯეტო ხარჯები, რასაც საქართველოს მთავრობა არ აკეთებს. იმის თქმის საფუძველს არ გვიტოვებენ, რომ ეს პოლიტიკა 2017 წელს დასტაბილურდება. ბიუჯეტში აშკარად იკითხება, რომ მომავალ წელსაც გაგრძელდება ასეთი ტენდენცია.“, - დასძენს გოჩა თუთბერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42