"ივნისის შუა რიცხვებში დაგეგმილია გეი აღლუმი, სადაც უცხოეთის ქვეყნებიდან უნდა იყვნენ ჩამოყვანილნი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, მაგრამ აქ არ არის საუბარი სექსუალური უმცირესობების დაცვაზე, ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე გამოყენებულები უნდა იყვნენ უფრო უარესი პროვოკაციისთვის, ვიდრე ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ", - განაცხადა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ აღიკვეთოს მსგავსი პროვოკაციული და ანგაჟირებული აქციები, აუცილებელია სამართალდამცავი სტრუქტურები და შესაბამისი ორგანოები აღნიშნული თემით დაინტერესდნენ:
"რა თქმა უნდა იმისათვის, რომ აღიკვეთოს ეს პროვოკაციები, აუცილებლად უნდა წარიმართოს გამოძიება, თუნდაც იმასთან დაკავშირებით თუ ვინ აწყობს ივნისში ამ პროვოკაციულ აქციას, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ჩაატაროს აქცია, მაგრამ როდესაც ეს აქციები იღებს პოლიტიკურ და პროვოკაციუ ხასიათს, როდესაც ეს აქციები არის ანგაჟირებული, რა თქმა უნდა, ამის თაობაზე უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები", - განმარტა ბრეგაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






