გუშინ, გვიან ღამე სირიის ქალაქ ალეპოზე მასშტაბური დაბომბვები განხორციელდა.
სირიის სამთავრობო არმია რუსული ავიაციის დახმარებით, ალეპოზე კონტროლის დასხმარებლად ქალაქს ბომბავდა, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ქალაქის დატოვება ვერ შეძლო.
გავრცელებული ცნობით, დაბომბვებს 83 მშვიდობიანი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
მთელი ღამის განმავლობაში სირიის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში დახმარებას ითხოვდა .
აღმოსავლეთ ალეპოს ოთხი წლის განმავლობაში ამბოხებულები აკონტროლებდნენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის ავიაციის დახმარებით ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე ინტენსიურ შეტევას ახორციელებენ, რომლის შედეგადაც ამბოხებულები ქალაქიდან თითქმის განდევნეს. ამჟამად ალეპოს 98%-ს ასადის ძალები აკონტროლებენ.
"ღმერთო, გამოგვაღვიძე ღამის კოშმარისგან. ალეპო წაშლის საშიშროების წინაშეა და 50 000 ადამაინზე მეტი სიკვდილის საშიშროების წინაშეა. მეტწილად, ქალები და ბავშვები" - წერს ალეპოს მკვიდრი, ზოუჰირი.

"ბოლო მესიჯი - ძალიან მოწყენილი ვარ, რადგან მსოფლიოდან არავინ გვეხმარება. არავის არ უნდა ჩემი და ჩემი ქალიშვილის ევაკუაცია. ნახვამდის", - წერს ბანა ალაბედი.

"მამაჩემი ამ წუთას დაიჭრა. მე ვტირი" - წერს ბანა ალაბედი.

"ეს ბოლო მესიჯია. მადლობა ყველაფრისათვის. ჩვენ ერთმანერთს ბევრი მომენტები გავუზიარეთ. ბოლო თვითი ემოციური მამასგან" - წერს მრ. ალჰმადო.

მასალის გამოყენების პირობები






