როგორც „ბიბისი“ წერს, ტილერსონის კანდიდატურა, რომელსაც „პუტინის მეგობრად“ მოიხსენიებენ, სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ტრამპის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია რომ ტილერსონმა ახალარჩეული პრეზიდენტის ჩანაფიქრით, „რეგიონში სტაბილურობა უნდა გაამყაროს და უნდა ფოკუსირდეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე”.
აღსანიშნავია, ტილერსონი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთთან. 2013 წელს ტილერსონი ვლადიმერ პუტინმა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, შესაძლოა ამ ფაქტის გამო არ დაუჭიროს მის კანდიდატურას მხარი სენატმა.
ტილერსონისა და პუტინის ურთიერთობაზე, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა და განაცხდა, რომ მათ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ და პუტინმა ტილერსონი რამდენჯერმე მიიღო.
ჟურნალისტის კითხვაე, რა დამსახურებისთვის მიიღო მან რუსეთის პრეზიდენტისგან ორდენი, პესკოვი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა.
„მეგობრობის ორდენი ტრადიციულად გადაეცემათ გარკვეულ სფეროებში ურთიერთობების გაუმჯობესების ძალისმხევისთვის ან საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ - განაცხადა პესკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






