ტრამპმა პირობა დადო, რომ ბიზნესის მართვის სადავეებს შვილებს ინაუგურაციამდე გადააბარებს.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასე მოქცევას არ მავალდებულებს, ჩემს ბიზნესს 20 იანვრამდე დავტოვებ, რათა მთლიანად პრეზიდენტობაზე ვიყო ფოკუსირებული“ - დაწერა ტრამპმა თვითერზე.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში პრესკონფერენციას გამართავს, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრეს ბიზნესზე და საკადრო გაადწყვეტილებებზე.
დონალდ ტრამპი საკუთარ ბიუჯეტს 10 მილიარდ დოლარად აფასებს, თუმცა ექსპერტებს განსხვავებული ვერსიები აქვთ. ორგანიზაციებმა, რომლებმაც მისი ფინანსები შეისწავლეს, განსხვავებული დასკვნები დადეს.
ჟურნალ „ფორბსის“ შეფასებით, ტრამპის ქონება 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, კომპანია Wealth-X -ის თქმით კი 4.4. მილიარდს. „ბლუმბერგი“ თვლის, რომ ტრამპის ქონება სულ რაღაც 2.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ტრამპი ყველა აღნიშნულ შეფასებას უარყოფს და აცხასდებს, რომ გაცილებით მეტი ფული აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






