Banker-მა თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:54, 13 Dec, 2016     1534
თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკი გახდა საქართველოში. ეს სტატუსი ბანკს მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა „The Banker” ლონდონში, მსოფლიოს საბანკო დაჯილდოების ცერემონიალზე მიანიჭა.

თიბისი ბანკმა „The Banker” -ის პრესტიჟული ჯილდო 2002 წლიდან დღემდე უკვე მერვედ მიიღო.

2016 წელს თიბისი ბანკს სხვა აღიარებებიც ხვდა წილად. ბანკმა ასევე მიიღო წლის საუკეთესო ბანკის ჯილდოები ჟურნალებისგან: Euromoney, Global Finance და EMEA Finance Magazines.

„The Banker”-მა თიბისი ბანკი დააჯილდოვა ბაზარზე მოპოვებული ლიდერობისათვის და „ბანკ რესპუბლიკასთან“ მიღწეული გარიგებისათვის, რომლის თანახმად ეს უკანასკნელი თიბისი ბანკს შემოუერთდა. ხაზი გაესვა თიბისის კლიენტებთან ურთიერთობის მართვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, როგორც ბანკის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას.

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ჩვენ 2016 წელს უკვე მეოთხედ ვიღებთ საუკეთესო ბანკის ჯილდოს, რაც ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგებისა და სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვის აღიარებაა“, - განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გავლენიანი ფინანსური გამოცემა “The Banker” ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს 149 ქვეყნის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათ შედეგებსა და მიღწევებზე დაყრდნობით.

საუკეთესოთა შორის საუკეთესოები გამოვლინდებიან წლის ბოლოს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც ჟურნალი მსოფლიოს საუკეთესო ბანკს აცხადებს და ჯილდოებს გადასცემს რეგიონისა და ცალკეული ქვეყნების გამარჯვებულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42