ცნობილ საბჭოთა დისიდენტს ვლადიმერ ბუკოვსკის ცხოვრების განმავლობაში არაერთი სასამართლო პროცესი, დევნა თუ დაპატიმრება ახსოვს. ამჯერად, 73 წლის ასაკში, მას დიდი ბრიტანეთის სასამართლოს წინაშე მოუწია წარდგომა -. მის წინააღმდეგ კემბრიჯში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბუკოვსკი საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი დამაარსებელია, მან საერთო ჯამში, ციხეში 12 წელი გაატარა, ხოლო 1976 წელს იგი ბრეჟნევის ხელისუფლებამ ჩილელ კომუნისტზე, ლუის კორვალანზე გაცვალა, რომელიც აუგუსტო პინოჩეტის ტყვეობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ ბუკოვსკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
2007 წელს ბუკოვსკი რუსეთში პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს, თუმცა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, იგი ვერ დარეგისტრირდა. 2013 წელს მას პუტინის რეჟიმმა რუსეთის მოქალაქეობის აღდგენაზე უარი უთხრა.
დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურა ვლადიმერ ბუკოვსკის ბრალს სდებს ფოტო და ვიდეო მასალების დამზადებააში (ამ ფრაზაში იგულისხმება ინტერნეტიდან ჩამოტვირთვაც), სადაც არასრულწლოვანი მოზარდები და ბავშვები უხამს და ინტიმურ სცენებში არიან წარმოდგენილი.
ბრალდების საფუძველი ის ათასობით ფოტო და ვიდეო მასალაა, რომელიც მის პერსონალურ კომპიუტერში აღმოჩნდა. კომპიუტერის გაჩხრეკის საფუძველი გახდა 2014 წლის ოქტომბერში პოლიციაში შესული ინფორმაცია, რომ ბუკოვსკის ინტერნეტმისამართიდან საბავშო პორნოსაიტიდან ვიდეოფაილის ჩამოტვირთვა მოხდა.
სასამართლოს პირველ სხდომაზე პოლიციის ექსპერტმა განაცხადა, რომ ბუკოვსკის კომპიუტერში არსებული ფაილების აბსოლუტური უმრავლესობა არასად არ გადაგზავნილა და უფრო მეტიც, არასდროს არ გახსნილა ვიდეო თუ ფოტო პროგრამებით.
თავად ბუკოვსკი ფაილების არსებობას მის გამოკვლევებს უკავშირებს. იგი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ მრავალი წლის დაინტერესდა ინტერნეტის თავისუფალი წვდომის შეზღუდვის საკითხით და იკვლევდა, რამდენად მარტივად შეიძლებოდა დაკავშირება ბავშვთა პორნოგრაფიულ საიტებთან და იქ განთავსებულ მასალასთან. ადვოკატების განცხადებით, მათ სხვა არგუმენტებიც გააჩნიათ, რომელსაც მხოლოდ სასმართლო პროცესზე წარადგენენ..
ბუკოვსკიმ რამდენიმე თვის წინ მძიმე ოპერაცია გადაიტანა და იგი სასამართლო პროცესზე სპეციალური სავარძლით მოიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






