13 დეკემბრის ანონსი
ანონსი - 23:43, 12 Dec, 2016     1786

09:00 საათზე - იუსტიციის სახლის მესამე სართულზე „განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელი 21 საუკუნისათვის“ REN21-ისა და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) ერთობლივი ორგანიზებითა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: “საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ახალი შესაძლებლობები”

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის წარმომადგენელი ჯანლუკა სამბუჩინი, სხვადასხვა სამინისტროების პასუხისმგებელი პირები, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ენერგეტიკული კომპანიების, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო წრეებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: თბილისი, სანაპიროს ქ.2

10:00 საათზე - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

ქუთაისი, დარბაზი N301

10:00 საათზე - საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წირვას ჩაატარებს.

10:00 საათზე - „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) ორგანიზებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ბიზნესსექტორს შეხვდება.

მის.: ბელიაშვილის ქ. #8, მე-3 სართული (ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით)

11:00 საათზე - "პირველი"-ს პრესკლუბში ექსპერტი ლაშა ძებისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: მოულოდნელი ტერაქტების სერია, საერთაშორისო და კერძოდ კავკასიის რეგიონისთვის მოსალოდნელი საფრთხეები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 - თამთა კალანდაძე

11:00 საათზე - „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ „პრაიმ ტაიმის“ პრეს-კლუბში ბრიფინგს გამართავს.

თემა: კომიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს, რომელიც ყოველი წლის 13 დეკემბერს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაში შეტანილი წვლილისთვის ამ მხრივ გამორჩეულ პირებსა და ორგანიზაციებს გადაეცემათ.

საკონტაქტო პირები: ნინო ბურჭულაძე - 551 191155, ირაკლი მამალაძე - 577100202

11:30 საათზე - „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანი მიროტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

12:00 საათზე - „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 საათზე - საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12.00 საათზე - მირზა გელოვანის სახელობის თბილისის ბიბლიოთეკაში საქართველოში პირველი ინტერნეტსერვის ცენტრი (Information Access Center – IAC) იხსნება, რომელიც აღჭურვილია ტექნიკური დანადგარებით, მათ შორის უსინათლოთათვის განკუთვნილი ბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურებით და მათთვის და სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის საჭირო ყველა სხვა ტექნიკური აღჭურვილობით.

ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობის და თბილისის მერიის სხვა წარმომადგენლები, ასევე კორეის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებული საქართველოში კიმ ინ ჰანი და კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტი (NIA) სუ ბიუნგ ჯო.

მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N 99

14.00 საათზე - დაბა ზაჰესში, ,,საქართველოს ცემენტის კომპანია“ (GCC) ბეტონის ქარხნის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

15:00 საათზე - ქუთაისში, პარლამენტში უმცირესობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

18:30 საათზე - საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ზაზა ბიბილაშვილის ახალი წიგნის - ”პოეზია, დანარჩენი ლიტერატურა, და დანარჩენი" პრეზენტაცია.

მის: გუდიაშვილის ქ. #7, ეროვნული ბიბლიოთეკა, მე-3 კორპუსი, საგამოფენო დარბაზი.

18:30 საათზე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი მატიას რიდლი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „აპოკალიფსური ძალადობა და გლობალური კრიზისის ხედვა“.

18:30 საათზე - ლურჯი ფარის ორგანიზებით, გაიმართება მრგვალი

მაგითა თემაზე “ისლამური ძეგლები სამცხე-ჯავახეთში: დაკარგული ისტორია"

მისამართი: ა. წერეთლის N 72, II სართული

19:00 საათზე - „თიბისი გალერეაში“ გაიმართება ფოტოგრაფ ბექა ჯავახიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „ანარეკლი“.

მის: მარჯანიშვილის ქ. #7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი, მე-4 სართული

საკონტაქტო პირი მზეხა მახარაძე - 593 59 28 72

19:00 საათზე- საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო საღამო მამა თადეოზის დასახმარებლად, რომელიც მოღვაწეობს ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში.

მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42