ჩინეთი დონალდ ტრამპის მიერ „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ეჭვქვეშ დაყენებით შეშფოთებულია
მსოფლიო - 17:43, 12 Dec, 2016     3711
ჩინეთი „სერიოზულად შეშფოთებულია“ მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის მიერ „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკის გატარება.


„ჩინურმა მხარემ აღნიშნულ განცხადებაზე ყურადღება გაამახვილა. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ და მინდა აღვნიშნო, რომ ტაივანის საკითხი ეხება სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ფუნდამენტური ინტერესების საკითხებს“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენ შუანმა, ტრამპის განცხადების კომენტირებისას.


აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, აშშ-ს ოფიციალური კავშირები ჩინეთთან უფრო მეტად გააჩნია, ვიდრე ტაივანის კუნძულთან, რომელსაც ჩინეთი სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს.

Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს იმის მიზეზს თუ რატომ უნდა გააგრძელოს დათმობების პოლიტიკის გატარება ჩინეთთან მიმართებით.

„მესმის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკა, თუმცა ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავუჭიროთ მას მხარი, თუ ჩინეთთან გარიგებას არ დავდებთ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის სავაჭრო სფეროში“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

1979 წლიდან ”ერთი ჩინეთის” პოლიტიკის ფარგლებში, აშშ ცნობს მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და არ ცნობს ტაივანს.

ტრამპმა ჩინეთის აღშფოთება დეკემბრის დასაწყისშიც მოახერხა, როდესაც ტაივანის ლიდერის სატელეფონო ზარს უპასუხა. მაშინ ჩინეთმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის არც ერთ პრეზიდენტს არ ულაპარაკია უშუალოდ ტაივანის ლიდერთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42