ბაშარ ასადის მთავრიბის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ რათა უძველესი ქალაქიდან ჯიჰადისტები განდევნონ. რუსეთის ფედერაციის საბჭოში კი პალმირას დაკარგვას “უმძიმესი დარტყმა” უწოდეს.
“არმია იყენებს ყველა შესაძლებლოვას, რათა ქალაქში ბოევიკების გამაგრება არ დაუშვას“ - განაცხადა პროვინცია ჰომსის გუბერნატორმა.
მისივე თქმით, პალმირას დასაკავებლად ექტსრემისტებმა ქალაქ რაქადან და სირიის აღმოსავლეთ პროვინციიდან, დეირ-ეზ-ზაურიდან ძალების მობილიზება მოახდინეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, პალმირაზე თავდასხმაში 4 ათასამდე ბოევიკი მონაწილეობდა. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით კი , ექსტრემისტებმა არტილერია და დანაღმული ავტომობილები გამოიყენეს.
"ისლამურმა სახელმწიფომ' ქალაქის შტურმი სამი დღის წინ დაიწყო და 10 დეკემბერს ქალაქის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილები დაიკავა. 11 დეკემბერს, ღამით, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით, სირიის არმიის ქვედანაყოფებმა ტერორისტებს ქალაქის გარეუბნისკენ დაახევინეს, თუმცა ისლამისტებმა კონტრშეტევები განახორციელეს.
“ისლამურ სახელმწიფოს” პალმირა 2015 წლის მაისიდან, 10 თვის განმავლობაში ჰქონდა დაკავებული. ქალაქი სირიის სამთავრობო ძალებმა რუსეთის ავიაციის დახმარებით ჯიჰადისტი მებრძოლებისგან მარტში გაათავისუფლეს. ექსტრემისტებს იუნესკოს კულტურული დაცვის სიაში მყოფი ქალაქი 10 თვის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული.
პალმირა — უძველესი არამეული ქალაქი თანამედროვე სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. პალმირა დაარსებულია დაახლოებით 2000 წელს ჩვ. წელთაღრიცხვამდე. პალმირა განიცდიდა ბერძნული, რომაული და სპარსული ცივილიზაციების გავლენას, რაც აქ არსებულ ნასახლარებზე და ტაძრებზე მკვეთრად აისახება. ISIS-ის კონტროლქვეშ ყოფნისას ჯიჰადისტებმა მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლები გაანადგურეს.
მასალის გამოყენების პირობები






