ამის შესახებ პარტია AIADMK თვითერის გვერდზე იტყობინება.
განცხადების თანახმად, თითოეული გარდაცვლილის ოჯახი დახმარების სახით ფულად კომპენსაციას მიიღებს.
პარტიის განცხადებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თვითერის მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნულ ინფორმაციას დაუჯერებელს უწოდებს, ნაწილი კი პარტიას, ქვეყანასა და მოსახლეობას უსამძიმრებს.
ჯაიარამ ჯაიალალიტას ხალხი დედად მოიხსენიებდა.
ის 68 წლის ასაკში, ორთვიანი ავადმყოფობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1991 წლიდან 2016 წლამდე ის მთავარი მინისტრის პოსტს იკავდებდა.
პოლიტიკაში მოსვლამდე ის მსახიობი იყო, დაახლოებით 140 ფილმში მონაწილეობდა.
მედიაში გავრცელებული ცნობით, პარტია კომპენსაციას დაჰპირდა იმ აქტივისტებსაც, რომლებიც თავის დაწვას ეცდებიან ან თითს მოიკვეთენ და ასეთი ქმედებებით გამოხატავენ პოლიტიკოსის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას.
მასალის გამოყენების პირობები






