,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ - შეხვედრა რეგიონებში და სამომავლო გეგმები
საზოგადოება - 15:54, 20 May, 2013     552

ოგრანიზაციის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ,,ნიუპოსტს" " სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" წარმომადგენელი გირგოლ კვინიტაძე ესაუბრა:


"ეს არის არასმეწარმეო იურიდიული პირი " სამართალდამცავთა დაცვის ლიგა", რომელიც ჩამოყალიბდა 2013 წლის 20 თებერვალს, დაფუძნებული იქნა ქალაქ თბილისში, ორგანიზაცია ამ ეტაპზე ახორციელებს გასვლებს რეგიონებში, რათა შევხვდეთ რეგიონალურ წარმომადგენლებს, რასაც სისტემატიური ხასიათი ექნება. ყალიბდება რეგიონალური ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონსა და ყველა რაიონში", - აცხადებს კვინიტაძე.
მისი თქმით, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანი სამართალდამცავ სისტემაში დასაქმებულთა კანონით გარანტირებული უფლებების დაცვაა, რისთვისაც უფასო კონსულტაციებსა და საადვოკატო მომსახურებასაც ეწევიან.

,,ძირითადი აქცენტი ორგანიზაციას გადატანილი აქვს სამართალდამცავ სისტემაში დასაქმებულთა კანონით გარანტირებული უფლებების დაცვაზე, ამ მიზნით ვეწევით როგორც უფასო საკონსულტაციო, ასევე საადვოკატო მომსახურეობებს.


სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულ ან დაშავებულ სამართალდამცავთა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ტარდება ღონისძიებები. გარდა ამისა არსებობს პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, უნდა შეიქმნას ყველა იმ პირის და თანამშრომლის, იქნება ეს მოქმედი, დათხოვნილი თუ პენსიონერი ოჯახის წევრებისთვის, შვილებისთვის თუ შვილიშვილებისთვის, იქნება საგანმანათლებლო ცენტრები, კონკრეტულად რომ გითხრათ, იქნება ეს მიმართული კონკრეტული პირთა წრის მიმართ, ისევ და ისევ ესენი არიან სამართალდამცავები, როგორც მოქმედი, ასევე დათხოვნილი და პენსიონერი თანამშრომლები", - განაცხადა გრიგოლ კვინიტაძემ.


რაც შეეხება ორგანიზაციის წევრებს, კვინიტაძის თქმით, ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბის, ორგანიზაციას ჰყავს 500 წევრზე მეტი და საბოლოო შემაჯამებელი შეხვედრა სავარაუდოდ გაიმართება ივნისის 10 რიცხვში. ,,აქ მოწვეული იქნებიან წევრები რეგიონებიდანაც და გაიმართება ორგანიზაციის დახურული სხდომა", - განაცხადა გრიგოლ კვინიტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42